მსოფლიო
10 ყველაზე საშიში მომღერალი
2011-10-29 09:34:06
ჩამოტვირთვა
ამერიკულ ჟურნალ Billboard-ში ყველა დროის ყველაზე საშიში მომღერლების ტოპ-ათეული გამოქვეყნდა.
კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავები შეარჩიეს, ასეთი იყო: ამაზრზენი შესრულების მანერა, ამაზრზენი მუსიკის შექმნის ნიჭი, მაკიაჟი, ჩაცმის სტილი და საშინელებათა ჟანრის ვიდეორგოლები.
პირველი ადგილი მომღერალმა მერლინ მენსონმა დაიკავა. მისი სასცენო ფსევდონიმი ორი ცნობილი ადამიანის - მსახიობ მერლინ მონროსა და რამდენიმე მკვლელობისთვის ნასამართლევ ჩარლზ მენსონის სახელებითაა შექმნილი.
მერლინს ერთი პროცენტით ჩამორჩება მეორე ადგილის მფლობელი ლედი გაგა. მომღერალი, რომელიც ცნობილია თავისი ეპატაჟურობით.
მესამე ადგილი Billboard-ის მკითხველებმა ჯგუფ Slipknot-ს მიანიჭეს. როკ-ჯგუფის წევრები საზოგადოების წინაშე საშიში ნიღბებითა და კომბინიზონებით გამოდიან.
კომენტარები