0 5 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საკალათბურთო სუპერლიგა 15 ოქტომბერს დაიწყება

ჩამოტვირთვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2011–2012 წლის სეზონი 15 ოქტომბერს იხსნება. ჩემპიონობისთვის 11 გუნდი იბრძოლებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, არმია, სოხუმი, დინამო, ოლიმპი, შინაგან საქმეთა სამინისტო, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი – ასეთია იმ კლუბების სრული ჩამონათვალი, რომლებიც სუპერლიგაში იასპარეზებენ. რეგულარული ჩემპიონატი ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. მეოთხედფინალები ორ მეგაბამდე იქნება, ხოლო ნახევარფინალებსა და ფინალში გამარჯვებული სამი მოგებით გამოვლინდება. მესამე ადგილისთვის დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება, ასევე გათამაშდება მეხუთე–მერვე ადგილები. სუპერლიგაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული უწყების - საჯარო სამართლი იურიდული პირის - გლადანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრის ინიციატივით დაარსებული ახალი საკალათბურთო გუნდი „ოლიმპი" წელს პირველად იასპარეზებს. როგორც კალათბურთელები, ასევე „ოლიმპის“ მწვრთნელიც განსაკუთებულად ღელავენ და აცხადებენ, რომ სამეულში შესვლის რეალური შანსი აქვთ. სუპერლიგის მატჩები სპორტის სასახლეში გაიმართება, ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის გუნდები კი საშინაო თამაშებს საკუთარ ქალაქებში ჩაატარებენ. სპორტის სასახლეში მატჩებზე დასწრება სიმბოლური ფასი - 1 ლარი ეღირება, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი „საქართველოს კალათბურთელთა დახმარების ფონდში" ჩაირიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები