0 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველი სამბისტები მსოფლიო პირველობაზე მიემგზავრებიან

ჩამოტვირთვა

საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები მსოფლიო პირველობაზე მიემგზავრებიან. როგორც ცნობილია, მსოფლიო პირველობა ლატვიის დედაქალაქ რიგაში 13 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. დღეს ქართველმა სპორტსმენებმა თბილისში სამბოს ახალ დარბაზში დასკნითი, ბოლო ვარჯიში გამართეს. როგორც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე სპორტსმენები აცხადებენ, რომ სათანადო დონეზე არიან მომზადებულნი. ქართველი სამბისტები ჩემპიონატიდან, მინიმუმ, ორი ოქროს მედლის ჩამოტანას გეგმავენ. მსოფლიო პირველობაზე სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებებიდან ათ-ათი სპორტსმენი მიემგზავრება, რომელთა შორის, ორი ევროპის ჩემპიონი და ოქროს პრიზიორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები