სპორტი
მედიატურნირი კარტინგში
2011-10-07 09:00:34
ჩამოტვირთვა
მასმედიის წარმომადგენლებისათვის კიდევ ერთი ტურნირი ინტერნეტტელევიზია „აიტივიმ“ ამჯერად კარტინგში გამართა. შეჯიბრში მონაწილეობა „აიტივიმ“, იმედმა, რუსთავი 2-მა, პალიტრა ტვ-მ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პირველმა კავკასიურმა და რეგიონ ტვ-მ მიიღეს.
შეჯიბრის პირველ ნახევარში, გოგონებს შორის itv-ის წარმომადგენელი, ნატალია შლამოვა, ლიდერობდა. თუმცა ინტერნეტტელევიზიის ჟურნალისტი, საბოლოოდ, მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. გოგონებს შორის პირველი ადგილი პირველი კავკასიურის მონაწილემ მოიპოვა.
კაცებს შორის გამართულ რბოლაში itv-ის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა. საბოლოოდ, გამარჯვება სწორედ ინტერნეტტელევიზიის წარმომადგენელმა, ნიკა კვახაძემ მოიპოვა და პირველი ადგილზეც დამსახურებულად გავიდა.
კარტინგის მედიატურნირი მომავალშიც გაიმართება და პერმანენტულ სახეს მიიღებს. მსგავსი შეჯიბრებები მედიის წარმომადგენლებისთვის ჯანსაღი ცხოვრების სტიმულატორი და გართობის კარგი საშუალება იქნება.
კომენტარები