სპორტი
ბორჯღალოსანთა სამი წაგება და ერთი მოგება
2011-10-05 15:49:21
ჩამოტვირთვა
ქართველი მორაგბეები ახალი ზელანდიიდან სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობდა. ბორჯღალოსნებმა ოთხი შეხვედრა გამართეს, აქედან სამი მატჩი, შოტლანდიელებთან, ინგლისისა და არგენტინის გუნდებთან ქართველ ბორჯღალოსანთა დამარცხებით დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვება მხოლოდ რუმინელებთან თამაშისის შემდეგ მოიპოვეს. თბილისში ნაკრების ცხრა მოთამაშე ჩამოვიდა, დანარჩენი მოთმაშეები საზღვარგარეთ საკუთარ გუნდებს დაუბრუნდნენ.
კომენტარები