მსოფლიო
კალათბურთში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება
2011-10-03 18:50:04
ჩამოტვირთვა
კალათბურთის ქართველი გულშემატკივრების ყურადღება დღეს ევროჩელენჯის ტურნირისაკენ არის მიმართული. 4 ოქტომბერს კალათბურთში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება. ტურნირში კლუბი „სოხუმი“ პირველად მიიღებს მონაწილეობას და ქართველი სპორტსმენები ბელორუსიის „მინსკს“ შეერკინებიან.
კლუბ „სოხუმს“ ჯგუფში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ბარიერის დაძლევა მოუწევს, სოხუმელთა მეტოქე, ბელორუსიის „მინსკი“, საკმაოდ ძლიერი კლუბია, თუმცა, როგორც „სოხუმის“ მწვრთნელი, ასევე კალათბურთელები აცხადებენ, რომ მეტოქის სუსტი მხარეები შესწავლილი აქვთ და „მინსკის“ დამარცხებას ვარაუდობენ.
„სოხუმი“ – „მინსკის“ თამაში სპორტის სასახლეში ჩატარდება, რის შემდეგაც, ქართველი კალათბურთელები 11 ოქტომბერს საპასუხო შეხვედრაზე მინსკში გაემგზავრებიან. „მინსკი– 2006“ ბელორუსში უპირობო ფავორიტია. ამ გუნდმა ბელორუსის ჩემპიონატის რეგულარულში ყველა, 40–ვე მატჩი მოიგო. ასე, რომ ქართველ კალათბურთელებს ხვალ, საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოუწევთ.
კომენტარები