სპორტი
საქართველომ რუმინეთი 25:9 დაამარცხა
2011-09-28 14:13:31
ჩამოტვირთვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასის მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდა და 25:9 დაამარცხა. რიჩი დიქსონის მორაგბეებმა პირველი ტაიმი 12:6 მოიგეს, მატჩის მეორე ნახევრიდან კი კიდევ უფრო მძლავრად ითამაშეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის ერთადერთი ლელო 57-ე წუთზე მამუკა გორგოძემ გაიტანა. რუმინელები მსოფლიოს თასს დაემშვიდობნენ. საქართველოს ნაკრები მზადებას პალმერსტონში განაგრძობს და 2 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 2 ოქტომბრის დაპირისპირება თბილისის დროით დილის 04:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები