2 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე, ის სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას.. უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად" - სააკაშვილი

"მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ არჩევნებამდე, უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება, მთავარია არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას. კალაძეც ყურებით ჰყავს რუსეთს დაჭერილი, განსაკუთრებით "გაზპრომის" კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები