0 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

119 ათასიანი Porsche მშობლებისგან, 100 ათასი დოლარიანი ბინა, ფული მამიდასგან - თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა 2020-2022 წლებში 27,8 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს

აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე მეტი საჩუქარი ძალოვან უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებმა 2020-2022 წლებში 5.7 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა - 4.75 მილიონი ლარის საჩუქრები, ხოლო პროკურატურის მაღალჩინოსნებმა - 3.08 მილიონი ლარის საჩუქრები. ძალოვანი უწყებების გარდა, მიღებული საჩუქრების საერთო ღირებულებით ასევე გამოირჩევიან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები. 

სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი ფულადი ფორმით მიიღეს, 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი -  უძრავი ქონების სახით, ხოლო 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები - ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.

დასაჩუქრებულთა სიის სათავეშია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, რომელმაც 2020-2022 წლებში 1 359 416 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო. მას მოსდევს იმავე უწყების სამმართველოს უფროსი ლიანა ლატარია, რომელმაც მშობლებისგან 804 765 ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო, მათ შორის, 119 ათასი ევროს ღირებულების Porsche 911 CARRERA 4S, საცხოვრებელი ბინა ღირებულებით 100 ათასი აშშ დოლარი და ფულადი თანხა 60 ათასი ლარი.  

სოლიდური საჩუქრები აქვს მიღებული NCDC გენერალურ დირექტორ პაატა იმნაძეს, რომელსაც 700 000 საჩუქარი გადასცეს.

ღარიბაშვილს მშობლებმა 300 000 ლარი აჩუქეს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხა მშობლების დანაზოგს წარმოადგენს, თუმცა მისი წარმომავლობა ბუნდოვანია.

კვლევის თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძვირადღირებული საჩუქრის მიმღებ პირებს ხშირ შემთხვევაში მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობები უკავიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა. კერძოდ, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილემ,  ბაკური გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი 24-ჯერ მიიღო, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3,250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6,000 ევრო, მეუღლის დედისგან 8,450 ლარი და 2,000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1,000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12,110 ლარი და 403 აშშ დოლარი.

ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაშია აღნიშნული

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:03

    ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს...

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.    საბოლოოდ, ჩვენ მივიღ...

  • 18:00

    ,,კომპანია, რომელიც დღეს ანაკლის გამარჯვებულად გამ...

    ეს დასაწყისისთვის: კომპანია რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:  -- 2009-2017 წლებში შავ სიაში ყავდა მსოლფიო ბანკს; -- 2020 წლიდან და...

  • 23:29

    ,,84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლი...

    "84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია.   ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორი...

  • 11:22

    ,,შეზღუდვა გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის...

    საქართველოში აშშ-ის საელჩო  "ოცნებისთვის" სავიზო შეზღუდვებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს:   "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია &bd...

  • 21:38

    ,, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-...

    საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მი...

  • 11:02

    გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებიბა...

    "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინე...

  • 14:16

    საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე...

    " ქართული დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა   საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა ...