თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ტაქსი ლიზინგი...
აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებისთვის თიბისი ლიზინგმა სპეციალური პროდუქტი შექმნა, რომელიც ავტომობილის შეძენას ან კატეგორიის გაუმჯობესებას ამარტივებს. ამისთვის მძღოლი მინიმალურ პირობებს უნდა ...
|
საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ს ორგანიზებით, ბათუმში 8, 9 და 10 მარტს წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & EDUCATION 2024 გაიმართა, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა.
ავტორიზებულმა კოლეჯმა გამოფენაზე არსებული და სამომავლო პროგრამები წარუდგინა დამსწრეებს, ასევე გააცნო ელექტუდის სასწავლო პლატფორმა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დანერგა. დაინტერესებულებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიის საქმიანობის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი თემაზე „კარიერული პერსპექტივები საავტომობილო ინდუსტრიაში“.
„თეგეტა აკადემია“, „ტრანსფორდსა“ და USAID-თან პარტნიორობით, ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. პროექტის ფარგლებში, 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და, ჯამში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი: „თეგეტა აკადემიისთვის“ მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა.საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, გაეგოთმეტი, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია. „თეგეტა აკადემია“ სექტემბრიდან ფოთსა და ბათუმში მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათვისების შესაძლებლობებს ქმნის და აქტიურად იწყებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამის დანერგვას, სადაც მსურველები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეკეთებასა და სპეცტექნიკის ოპერირებას ისწავლიან. აღნიშნული პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მთლიანობაში რეგიონში 19 ახალი სასწავლო პროგრამა შეიქმნება. ეს პროგრამები სერტიფიცირებული იქნება და კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს აიღებენ. გამოფენაზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ აღნიშნული პროგრამებისა და ახალი შესაძლებლობების იმ ადგილობრივებისთვის გაცნობა იყო, რომლებსაც სამომავლოდ ჩვენთან სწავლისა და ახალი პროფესიების ათვისების სურვილი გაუჩნდებათ“.
BATUMI BOOK & EDUCATION 2024-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია და მოეწყო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა. ღონისძიებას, ჯამში, 3000-მდე სტუმარი დაესწრო, რომლებიც პროფესიული განათლებით დაინტერესებული ადამიანები იყვნენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებისთვის თიბისი ლიზინგმა სპეციალური პროდუქტი შექმნა, რომელიც ავტომობილის შეძენას ან კატეგორიის გაუმჯობესებას ამარტივებს. ამისთვის მძღოლი მინიმალურ პირობებს უნდა ...
თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა. მოსწავლეები და სტუდენტები თიბისის ბარათებით გადახდისას თანხის 30%-ს დაიბრუნებენ ბიბლ...
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თიბისი კონცეპტი, Mastercard და სითი მოლი ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას ჰპირდება. 1-ელ ივნისს, სითი მოლის საბურთალოსა და გლდა...
· პორშემ თავისი ტრადიციული სპორტქარი 911 მნიშვნელოვნად განაახლა · T-Hybrid სისტემა და გაუ...
თანამედროვე სამუშაო კულტურამ ბევრი რამ შეცვალა ადამიანების ცხოვრებაში. ახლა აუცილებელი არაა, მთელი დღე სამუშაო ადგილს მიჯაჭვულმა გაატარო, მეტიც საერთოდ არ არის აუცილებელი ერთ სამსახურს მიეჯაჭვო. დღეს...
თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მობაილ და ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებით სარგებლობენ, მარტივად შეძლებ...
თიბისის მხარდაჭერით და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ მასპინძლობს. ...
ივნისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები