1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან" - ღარიბაშვილი კირბალთან მომხდარ მკვლელობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კირბალში მომხდარი მკვლელობის და გატაცების ფაქტზე განცხადებას აქვეყნებს: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:03

    ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს...

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.    საბოლოოდ, ჩვენ მივიღ...

  • 18:00

    ,,კომპანია, რომელიც დღეს ანაკლის გამარჯვებულად გამ...

    ეს დასაწყისისთვის: კომპანია რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:  -- 2009-2017 წლებში შავ სიაში ყავდა მსოლფიო ბანკს; -- 2020 წლიდან და...

  • 23:29

    ,,84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლი...

    "84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია.   ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორი...

  • 11:22

    ,,შეზღუდვა გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის...

    საქართველოში აშშ-ის საელჩო  "ოცნებისთვის" სავიზო შეზღუდვებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს:   "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია &bd...

  • 21:38

    ,, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-...

    საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მი...

  • 11:02

    გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებიბა...

    "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინე...

  • 14:16

    საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე...

    " ქართული დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა   საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა ...