„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
Geely Coolray, რომელიც ჩინეთში ცნობილია, როგორც Binyue, Geely Auto-ს ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. აღნიშნული მოდელი კომპანიამ 2018 წელს გამოუშვა. მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 40-ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიის მიერ წარმოებული უკვე 800 000 ავტომობილია გაყიდული. მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. Geely Coolray უპირობო ლიდერია ბაზარზე და მომხმარებლების საყვარელი არჩევანია SUV სეგმენტში.
საბაზრო გაყიდვების მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში Geely Auto International-მა 63 000 Coolray-ს ავტომობილი გაყიდა და ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.
Coolray ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია უგზოობის სუბკომპაქტური ავტომანქანების SUV სეგმენტის მომხმარებელთათვის. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Coolray-მ საუკეთესო შედეგები აჩვენა: გასულ წელთან შედარებით, საცალო გაყიდვები 190%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე საუდის არაბეთში გამოიკვეთა 18.8%-იანი ზრდა. საქართველოს ბაზარზე კი „ჯილი საქართველომ“ ბოლო ერთ კვარტალში 50-ზე მეტი Geely Coolray შემოიყვანა, რომელიც სრულად გაიყიდა.
2023 წელს Geely Auto International-მა ახალი მოდელი New Coolray წარადგინა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ჩილე, საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, ლიბანი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი, პარაგვაი, ეკვადორი და მექსიკა. ახალმა მოდელმა ადგილობრივ მედიაში პოზიტიური შეფასება დაიმსახურა და ახლა ის პოპულარობას მყიდველებს შორის იძენს.
Geely Coolray არის SUV ავტომობილი, რომელიც აგებულია Geely-ს ახალ, მოდულურ არქიტექტურაზე (BMA). მოდელი გამოირჩევა სპორტული დიზაინით და მკაფიოდ გამოხატული ინტენსიური კონტურებით, მათ შორის არის LED განათების ფარები, Energy Pulse Three-way სვლის სამმხრივი დღის ნათურები და უკანა გაბარიტული ფარები, ასევე 17 ან 18-დიუმიანი საბურავები და ოთხმაგი გამოსაბოლქვი მილი.
ავტომობილის ინტერიერი დინამიკური, მკვეთრი და მოდურია, რომელსაც ავსებს პრემიუმ კლასის სავარძლები და ინტეგრირებული ორმაგი ციფრული დისპლეი. ის აერთიანებს 10.2-დიუმიან ფერად ინსტრუმენტთა პანელს, 12.3-დიუმიან მაღალი გარჩევადობის სენსორულ საინფორმაციო-გასართობ სისტემას და პანორამულ ლუქს.
ავტომობილის თითოეული კომპლექტაცია აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 172 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა შერწყმულია 7-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფთან (DCT), რაც უზრუნველყოფს დიდ გამოხმაურებას მომხმარებელთა მხრიდან და ხაზს უსვამს ავტომანქანის სპორტულ სტილს.
__
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები