1 1 : 2 8
 | 

სოც. მედია

"გასახდომი აბები დაულევია, ძალიან სწრაფად დაიკლო წონაში და სამ თვეში გარდაიცვალა"

სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს, რომელიც ერთ-ერთი მრავალპროფილური კლინიკის დირექტორს ეკუთვნის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ქალბატონი მოულოდნელად გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა ობლად. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, გასახდომი აბები დაულევია, ძალიან სწრაფად დაიკლო წონაში და სამ თვეში გარდაიცვალა. ორგანიზმში ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყო, რომ ვეღარაფერი უშველეს. დღის ბოლოს, კიდევ ერთ შეხვედრამდე დარჩენილ დროში, დაქანცული რომ დაჯდები და წერა მოგინდება. მთელი დღე მოუსვენრად ვარ. ბევრი მიზეზია ალბათ, დაძაბული რეჟიმი, სიცხე, გადაღლილობა... მაგრამ არა. ახლა მივხვდი, რა მჭირს.  ქვეცნობიერად საშინლად დათრგუნული ვარ სრულიად უცნობი ახალგაზრდა ქალის სიკვდილის გამო. ასე აზრს, ქმედებას, ყველფერს თან დაჰყვება ეს საშინელი განცდა. ჯვარი მწერია და ჯვარი გწერიათ ყველას. არა, წარმოდგენაც არ მინდა, მე რომ რამე მომივიდეს, ჩემს პატარებს რა ეშველებათ. კეთილ ადამიანებს რა დალევს. ახლობლებს, ნათესავებს. მაგრამ დედის მსგავსი, დედის სითბოს სანაცვლო არაფერია, ასე მგონია.


არანაირი გასახდომი საშუალებები. არანაირი წამლები. გადააგდეთ ყველაფერი. შეიყვარეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ. ადამიანები გვიყვარებენ უფრო მეტად ჩვენი აურის, ხასიათის, ბუნების გამო. მეტი იზრუნეთ შინაგანზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ დაიზარებთ ექიმთან ვიზიტს, 6 თვეში ერთხელ აკონტროლეთ ყველაფერი, თუნდაც არანაირი სიმპტომი არ გქონდეთ ავადმყოფობის. შვილებს ლამაზებზე მეტად, ჯანმრთელები და ცოცხლხები ვჭირდებით. 
იმდენად პატარაა დრო, იმდენად ვიწროა ჩვენთვის გამოყოფილი მოედანი, იმდენი საცალფეხო ბილიკია. გიყვარდეთ, გიხაროდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. სიყვარული ბევრ რამეს კურნავს, გაწყენინეს? დაივიწყეთ. ვერ პატიობთ? ნუ გაიხსენებთ მაინც. ეცადეთ, მხოლოდ დადებითი ემოცია გასცეთ და უკან იგივეს თუ ვერ მიიღებთ, ჩათვალეთ, რომ უბრალოდ დროის ბრალია. გაუფრთხილდით ერთმანეთს და საკუთარ თავებს ერთმანეთის გამო. ნუ კრავთ ხელს ადამიანს, რომელსაც უხარიხართ და რომელიც გამოხატავს სითბოს. თუ ვერ უპასუხებთ, გულს მაინც ნუ ატკენთ.


ყოველთვის მოიცალეთ მშობლებისთვის, შვილებისთვის. ღამის თევად რომ დაგიჯდეთ, შვილებთან საუბრის გარეშე ნუ დაიძინებთ.


დიდაქტიკური ტონალობა სდევს ალბათ ამ ტექსტს, მაგრამ ახლა ამ ხასიათზე ვარ... სხვების შვილებს გაუფრთხილდით, ობოლი რაც უნდა დალხენილი იზრდებოდეს, მაინც ობოლია... ნუ დაინანებთ სითბოს, ჩახუტებას და მოფერებას. გამჩენმა უკეთ იცის ალბათ, რა და როგორ, მაგრამ როცა ასე ახალგაზრდები მიდიან, სულ მიჩნდება საშინელი კითხვა. სადა ხარ, ღმერთო. გიყვარდეთ სიცოცხლე და ყველაფერი, რაც ამ სამყაროში მოგეცათ. დრო ცოტაა.", - წერს თამარ ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:17

    გიორგი სიგუა: ,,ვაი თქვენს პატრონს უბედურს"...

    გიორგი სიგუა თავის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "უამრავი სისულელე გამიგია საკუთარ თავზე და უამრავი ჭორი და სიბინძურე.ამ დღებში საერთოდ ისტერიაა მოწყობილ...

  • 17:06

    ,,ბათუმში ტურისტს ერთი (ცალი!) ლეღვი 3 ლარად მიყიდ...

    ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს,მისი თქმით ბათუმში ტურისტს ერთი ცალი ლეღვი 3 ლარად მიყიდეს."ბათუმში ტურისტს ერთი (ცალი!) ლეღვი 3 ლარად მიყიდეს. კილო -30 ლარად შე...

  • 23:36

    "მე გიორგის და ვარ და არ მინახავს გარდცავლილი ჩემი...

    ჟურნალისტ თეა ჩეჩელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს და სტატუსს, რომელიც  ბათუმში ერთ-ერთი გარდაცვლილი ბიჭის გიორგი ხაჭაპურიძის "ფეისბუქ" გვერდზე იყო , არაერთგვვაროვანი კომენტარები მოჰყვა "რო...

  • 00:33

    ფაჩულიას ემოციური მიმართვა მეუღლეს: "გმირი ხარ, რო...

    თიკა, მინდა გითხრა, შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი, რომ 10 წელია მიძლებ, სპორტსმენის ცოლობა არ არის იოლი,-ასე მიმართა ზაზა ფაჩულიამ თავის მეუღლეს NBA-ის საჩემპიონო თასის წარდგენის დრ...

  • 15:01

    " ნარკოტიკის გამოყენებაზე აქვს ასეთი რეაქცია ......

    პირველი ლედი მაკა ჩიჩუა gem fest-ზე მომხდარ ტრაგედიას საკუთარ ფეისბუქ გევრდზე ეხმაურება:"არ მინდახოლმე ასეთ ამბებს ფბ ქსელით გამოვეხმაურო ... ვცდილობ არ ჩავერთო განსჯა / განკითხვაში, მაგრამ ერთერთი ბო...

  • 12:58

    " GEM fest-ზე ყველა ხედავს რომ ამ საქმით სხვებთან ...

       "ქრონიკა +"- ის  რედაქორი , ელისო კილაძე GEM fest-ის თემას ეხმაურება და ხმაურიან სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის პირდაპირ ადებს ხელს "მამულიჩას" (კახა მამულაშვილი) ნარკოტიკის რეალიზ...

  • 00:04

    "დედაჩემის თბილ ლოგინში ტკივილით ვკვდები.."- მამა ...

      მამა პეტრე კოლხი გულის შეტევით წალენჯიხის საავადმყოფოში მკურნალობს.  ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით , მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა "მადლობა წალ...