0 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გურამ რჩეულიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან ელოდებიან

გურამ რჩეულიშვილის საპატიმროდან გამოსვლას ოჯახის წევრები და ახლობლები სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან ელოდებიან.

 რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საპატიმროს დღეს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. 

გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლების მოთხოვნა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ დააყენა, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ რჩეულიშვილი 30 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. რჩეულიშვილს 9 თვიანი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა.

მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება. საუბარია 19 მილიონ ლარზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები