2 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნუცას მამა ახალ ინფორმაციას ავრცელებს- ირაკლი მახვილაძის განცხადება


მენინგოკოკცემიით გარდაცვლილი ნუცა მახვილაძის მამა, ირაკლი მახვილაძე  თბილისის ერთერთი სკოლის განცხადებას ავრცელებს.
თბილისის ერთერთი სკოლის განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის მწვანე სკოლა აცხადებს კონკურსს ჩვენი ყოფილი მოსწავლის, ნუცა მახვილაძის, სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.სტიპენდია მოსწავლეს საშუალებას მისცემს მწვანე სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XII კლასი) სამი წლის განმავლობაში ისწავლოს უფასოდ.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური:
• აქვთ საუკეთესო აკადემიური მოსწრება;
• სწავლობენ საჯარო სკოლაში.პირველ ეტაპზე სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა:
• ელექტრონული განაცხადის შევსება (რეგისტრაციის ვადა - 17.06 – 30.06.2017);
• მოსწავლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა საჯარო სკოლიდან;
• საბაზო საფეხურში შემავალი კლასების წლიური შეფასებები.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება სკოლის ადმინისტრაციასთან.ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია ყოველწლიურად დაენიშნება ერთ მოსწავლეს,"-აქვეყნებს მახვილაძე სოციალურ ქსელშ,"-აქვეყნებს მახვილაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები