1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გოგონა ''კატის თვალების სინდრომით" მოდის ინდუსტრიას იპყრობს

Caitin Stickels 29 წლის მოდელი, მსახიობი და მომღერალია. მას დაბადებისთანავე დაუდგინეს "კატის თვალების სინდრომი". ეს დაავადება იშვიათია და მას შეუძლია გამოიწვიოს სახის დამახინჯება. დაავადებას თან ახლავს სასის თანდაყოლილი ნაპრალი და შემაერთებელი ქსოვილის არარსებობა თვალების ირგვლივ, რის გამოც  მას "კატის მსგავსი" გარეგნობა ეწოდა.

სტიკელსი არ შეესაბამებოდა მოდის ინდუსტრიის "ტრადიციული" სლამაზის სტანდარტებს, თუმცა დღეს ის არის ცნობილი და პოპულარული მოდელია, რომელიც ისეთ გავლენიან მოდის ჟურნალთანაც თანამშრომლობს, როგორიც "ვოგია". არასტანდარტული გარეგნობის მოდელი ინსტაგრამზე აღმოაძჩინეს და ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფის ნიკ ნაითის კამერის ობიექტივშიც მოხვდა. ამ ფაქტს ახალგაზრდა მოდელი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:"ჯერ კიდევ არ შემიძლია იმის გადმოცემა, რას ნიშნავს, როცა ოცნებები რეალობა ხდება". როგორც მოდელი აცხადებს, ვოგისთვის მუშაობა და თან ნიკ ნაითთან ერთად, მისთვის წარმოუდგენელი იყო. მან უკვე გაიკვლია გზა მაღალი მოდის ინდუსტრიაში, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს უოცნებია მოდელობაზე და მოდის ინდუსტრიაზე. ის მადლობელია ყველა იმ ადამიანის, რომელებიც ამის მიღწევაში დაეხმარნენ:" მე ვერ ვიტყვი,რომ მხოლოდ ჩემი ოცნება ახდა ნიკთან მუშაობით, რადგან მასთან მუშაობა, ჩემი აზრით, ყველას ოცნებაა. ნიკმა და ვოგმა ამიხილეს თვალები და მომცეს შანსი".



ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები