1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. დღეს შესრულებული საქმე მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი და ოჯახური ცხოვრება. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. 

კურო
სამსახურის საქმეებში წარმატებას მიაღწევთ. უფროსი დადებითად შეაფასებს თქვენს იდეებს. მთავარია, სიჩქარეშე რამე არ გამოგრჩეთ. კარგი დღეა კურსებზე (მაგალითად კულინარიულ) ჩასაწერად. საღამო შვილებთან ურთიერთობას დაუთმეთ. 

ტყუპი
დილიდან სამსახურის საქმეებს უნდა მიხედოთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. კარგი დღეა ფიქრისთვის, წარსულის გასაანალიზებლად და სამომავლო გეგმების შესადგენად. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
დიდი ხნის გეგმების განხორციელების დღეა. საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებთ. დატვირთული დღის შემდეგ საღამო შინ გაატარეთ. მიიპატიჟეთ მეგობრები და დღესასწაული მოუწყვეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

ლომი
დღეს საკუთარი საქმეებიც უნდა მოაგვაროთ და კოლეგებსაც დაეხმაროთ. ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ქალწული
ჩვეული საქმეების გარდა დღეს კარგია ვარჯიში, ჯანსაღი საკვების ჭამა. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამო ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
სამსახურში კოლეგებისა და საკუთარი თავის მიმართ მეტად მომთხოვნი უნდა იყოთ; ოჯახის წევრებთან - რბილი და მოსიყვარულე. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. 

მორიელი 
საქმიანი შეხვედრებისა და ახალი პროექტების განხილვის დღეა. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, დაეხმარეთ გაკვეთილების მომზადებაში. 

მშვილდოსანი
სამსახურში ახალი იდეები კოლეგებთან და უფროსთან ერთად განიხილეთ. დღეს მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. საღამოს სასიყვარულო თავგადასავლები გელით. 

თხის რქა
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად. საყვარელ ადამიანთან ერთად მოიწყვეთ შოპინგი. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუწყვეთ. 

მერწყული
წარმატებული დღე გელით. დაგეგმეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები. ყველა საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. საღამო ან შემოქმედებით გასართობს დაუთმეთ, ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

თევზები
წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. იყავით მის მიმართ მეტად მოსიყვარულე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები