0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დავით მესხიშვილი: „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ პარკირების სისტემის მართვის გამოცდილება არ აქვს

„სიხარული „სი-ტი პარკი“ გავაგდეთ და რაღაც ძალიან მაგარი ცხოვრება იწყება პარკირებაში, ამას ვერ გავიზიარებ“, - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილი ეჭქვეშ აყენებს  თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ შპს „სი-ტი პარკთან“ კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სი-ტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს, რადგან სატრანსპორტო კომპანიას არ აქვს პარკირების სისტემის მართვის გამოცდილება. 

„თბილისის მერია სი-ტი პარკთან, რომ აპირებდა ხელშეკრულების გაწყვეტას ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი(ყველა მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა შეტანილი). ეს იყო მოსალოდნელი, მოულოდნელი იყო ის, რომ  უკეთესი პარკირების სისტემის გეგმა, ხედვა ვერ მოვისმინეთ. რეალურად გაწყდა ხელშეკრულება და ნაწილ-ნაწილ ვისმენთ ხელშეკრულებებს, რომ შეიძლება ასე ან ისე იყოს, ან ჩვენ ვიფიქრებთ, რომ დავნერგოთ ამა თუ იმ ქვეყნის მოდელი. მხოლოდ ზოგადი საუბრებია. კარგი იქნებოდა უფრო მომზადებული ყოფილიყვნენ, კონკრეტული გეგმა წარმოედგინათ, რა იქნებოდა ხელშეკრულების გაწყვეტიდან. პრობლემა ის ხომ არ იყო „სი-ტი პარკი“  სახელის გამო მოგვწონდა თუ არ მოგწონდა? რა თქმა უნდა ჯარიმა საზოგადოებას არასდროს მოეწონება და არც ევაკუატორით მანქანის გადაყვანა. საზოგადოებას არ მოსწონდა არსებული სისტემა, არ იქმნებოდა პარკირების დამატებითი ადგილები, რაც შესაძლებელი იყო კარგად ყოფილიყო მოწესრიგებული.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით რასაც ვხედავთ, ეს აბსოლუტურად უცვლელია, თავისი თანამშრომლებით უნდა გადაიბაროს სატრანსპორტო კომპანიამ. ერთის მხრივ კარგია თანამშრომლები უმუშევრები არ რჩებიან, მაგრამ რეალური სიახლე ჩვენ არ მოგვისმენია.

სატრანსპორტო კომპანიამ  ჯერჯერობით უნდა გააკეთოს იგივე, რასაც აკეთებდა „სი-ტი პარკი“, თან სატრანსპორტო კომპანიას არ აქვს შესაბამისი აღჭურვა,  ამიტომ კიდევ მეტი დანახარჯების გაწევა მოუწევს კომპანიას იმისთვის, რომ ეს მენეჯმენტი გაწიოს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ სატრანსპორტო კომპანია არ არის ის კომპანია, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს და არც ჰქონია დედაქალაქის პარკირების სისტემის რეგულირებაში. ამიტომ, ის სიხარული „სი-ტი პარკი“ გავაგდეთ და რაღაც ძალიან მაგარი ცხოვრება იწყება პარკირებაში, ამას ვერ გავიზიარებ.

სამწუხაროდ, სიახლეებზე ორიენტირებული კონკრეტული გეგმა, როგორ ხდება ეს სისტემა უკეთესი, არ გვინახავს.

ჩვენი პოზიცია არის  ასეთი, ეს საქმე სჯობს გააკეთოს იმან, ვისაც ამ საქმის გამოცდილება აქვს.

ეს შეიძლება იყოს რომელიმე ძლიერი საერთაშორისო კომპანია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოეცხადებინათ ინტერესთან გამოხატვა ან ტენდერი, ან კონკურსის რომელიმე სხვა ფორმა. შერჩეულიყო კომპანია, რომელიც ამას მიხედავდა, დამატებით ადგილებსაც შექმნიდა. ამ სისტემას უფრო გაათანამედროვებდა, ვიდრე იყო.

სამწუხაროდ, სიახლეები მერიის მხრიდან დაგეგმილი არ მოგვისმენია. ამიტომაც არის ჭორები, ეს იქნება ზონალური თუ საათობრივი, თუ გეოგრაფიული დაყოფით და ა. შ.“, - განაცხად დავით მესხიშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...