2 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„გადაბარების პროცესთან დაკავშირებით მერიაში მისვლა არ გულისხმობს, რომ „სი-ტი პარკი“ წყვეტს რაიმე სახის სამართლებრივ დავას“

თბილისის მერიის გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, შპს „სი-ტი პარკს" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან შეუწყდება და  კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სი-ტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. 

როგორც „სი-ტი პარკში“ განაცხადეს, დედაქალაქის მერმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ  ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი არ იყო და ამავე დროს, მერის 2017 წლის განკარგულება სასამართლოში გასაჩივრებული იყო. თუმცა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ „სი-ტი პარკის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღო.

კომპანია „სი -ტი პარკის“ იურისტი თამარ შუბითიძე კი განმარტავს: „როგორც ჩანს, ბატონ ირაკლის არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით.  ჩვენ პრესკონფერენციაზე განვაცხადეთ, იმ პირობებში, როდესაც შპს „სი-ტი პარკი“ არ დაეთანხმა თბილისის მთავრობის მიერ ოქტომბრის თვეში მიღებულ გადაწყვეტილებას, დადგენილ ვადაში გაასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია და არ დაუდგენია მერიის მიერ გამოცემული აქტი რამდენად კანონიერია“.

თბილისის მერიამ განმეორებითი დარღვევებისთვის შეწყვიტა ხელშეკრულება, სწორეს ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და კომპანიას მიაჩნია, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

შპს „სი-ტი პარკმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლო გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით და  სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით 3ბ/203-18 (ოქტომბრის განკარგულების თაობაზე), პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდა და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმე საქალაქო სასამართლოშია და არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

მინდა დავაკონკრეტო, ეს დავა ეხება თბილისის მერიის მიერ გამოცემულ განკარგულებას, სადაც მერია გვედავებოდა მისამართებთან დაკავშირებით არასათანადო მოწყობას. რაც შეეხება აგვისტოს თვეში გამოცემულ განკარგულებას, ამასთან დაკავშირებითაც შეტანილია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება, ჩვენს ეხლანდელ შეხვედრას თბილისის მერიაში, ეს  გვევალება, რადგან ხელშეკრულებით ერთ-ერთი მუხლი დევს ამის შესახებ. „სი-ტი პარკი“ პატივს სცემს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, იმ პირობებს და შეთანხმებებს.

გადაბარების პროცესთან დაკავშირებით მერიაში მისვლა არ გულისხმობს იმას, რომ კომპანია წყვეტს რაიმე სახის სამართლებრივ დავას. „სი-ტი პარკი“ გააგრძელებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მექანიზმს, რითიც შესაძლებელი იქნება დაიცვას მისი უფლებები“. 

შეგახსენებთ,  თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით:

"განკარგულება, რომლითაც მოხდა კომპანიის გაფრთხილება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოუწყობლობის გამო, კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელიც სასამართლომ წარმოებაში სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღო, მათ შორის დაუდგინეს ხარვეზი. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქტი, რომლის საფუძველზეც გავგზავნეთ შეტყობინება, არც გაუქმებულია და არც შეჩერებული, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება შეწყვეტასთან დაკავშირებით, არის სრულიად ლეგიტიმური".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...