0 8 : 4 3
 | 

საზოგადოება

„სიტი პარკის“ გენერალური დირექტორი ქალაქის მერის განცხადებასა და მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

 თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სიტი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, „სიტი პარკის“ მფლობელები პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ. „სიტი პარკი“  გენერალურმა დირექტორმა ბინიამინ ლაჰავი   თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებასა და ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხა. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ კომპანიის იურისტები თამარ შუბითიძე და ნანუკა ავალიანი.

 „13 მარტს, თბილისის მერმა ბატონმა კახა კალაძემ ტელევიზიით განაცხადა,  რომ თბილისის მერიამ ცალხმრივად შეწყვიტა კონტრაქტი შ.პ.ს. სიტი პარკთან. გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სასიხარულო ყოფილიყო იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები,  პირველ რიგში, პატივს ცემენ კანონმდებლობას და საკითხებს უდგებიან სამართლებრივად, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა. უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელია დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროცეში კომპანიის (მხარის) ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ვიმედოვნებ, ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით. კომპანია რომელიც ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და მერიის მითითებეს როგორც ქვე-კონტრაქტორი სრულიად ჯეროვნად, შეწყდა მთავრობის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე. ამასთანავე, მერიის ოფიციალური განცხადებებით შევიტყვეთ, რომ 10 აპრილის შემდეგ, მას მერე რაც კონტრაქტი შეწყდება, არაფერი შეიცვლება პარკირების სისტემაში და არც ჯარიმების ოდენობა შეიცვლება, რაც აძლიერებს ჩვენ ეჭვს მასზედ, რომ სიტი პარკის” მისამართით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს,” - ნათქვამია „სიტი პარკი“  გენერალური დირექტორის  ბინიამინ ლაჰავი განცხადებაში.

გარდა ამისა, „სიტი პარკი“  გენერალური დირექტორი რამდენიმე კითხვით მიმართავს თბილისის მერიას, კერძოდ მერს, კახა კალაძეს: შეკითხვა მაქვს ბატონ მერთან, მაინტერესებს, რატომ რატომ მოხდა, რომ მერმა აღნიშნა, რომ სი-ტი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც ჩვენ დავადასტურეთ რომ ინფორმაცია მცდარი იყო. წინა წლის განმავლობაში, სი-ტი პარკმა გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა მერიამ”.

„სიტი პარკის“ გენერალური მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია თნამშრომლები უსაფრთხოება. მისი თქმით, მერის  განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე. იმ ადამიანებზე რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები: „რომლებმაც ხმა მოგცეს თქვენ და სიცოცხლით სავსე ქალაქს. მოგიწოდებთ გააკეთოთ მკაფიო განცხადება რათა უზრუნველყოფილი იქნეს ინსპექტორების უსაფრთხოება რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით და საპასუხოთ იღებენ დაუმსახურებელ აგრესიას. თქვენდამი ღრმა პატივისცემით ბატონო კახა არავის და მათ შორის ტქვენ როგორც ქალაქის მერს არ გაქვთ უფლება შეურაცყოფა მიაყენოთ მათ და აღნიშნოთ რომ ისინი არაკეთილსინდისიერად მუშაობენ. როგორც ვხვდები, თბილისის ამჟამინდელი მთავრობა ვერ იაზრებს სი-ტი პარკის, მისი ყოველი თანამშრომლის მიერ განხორციელებული სამუშაოების მასშტაბს”.

დასასრულს, ბინიამინ ლაჰავი ქალაქის მერიას მიმართავს  გააცნოს მოსახლეობას სამომავლო გეგმები პარკინგის ინფრატრუქტურასთან დაკავშირებით. რადგან მიაჩნია, რომ მათ უნდა იცოდნენ, იმ კომპანიის შესახებ და ასევე, თუ რომელი  სატრანსპორტო კომპანია მზადაა საკუთარი რესურსებით იმუშაოს 3 კვირის შემდეგ.

„გასათვალისწინებელია, რომ სიტი პარკმა უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები და დარწმუნებულები ვართ რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ცვენს სიმართლეს დავამტკიცებთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე,“ - აღნიშნა ბინიამინ ლაჰავიმ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ  კომპანია „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. მისივე თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სიტი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:41

    მშობლები და პედაგოგები 139-ე სკოლაში დირექტორის გ...

    139-ე საჯარო სკოლის დირექტორს მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები უპირისპირდებიან.ისინი დირექტორის გადადგომას მოითხოვენ და სკოლასთან დილიდან იკრიბებიან.სწავლის პროცესი არ არის ჩაშლილი, თუმცა მ...

  • 23:33

    20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძინუ დაიტვირთავთ თავს ახალი საქმეებითა და ვალდებულებებით. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. სასიამოვნო ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში. კუ...

  • 23:31

    მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლოკალიზებუ...

    მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი ლოკალიზებულია.თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, მიმდინა...

  • 22:49

    "ცოლს უთხრა, ათ წუთში რომ აღარ ვიყო არ შეგრცხვებაო...

      ვარკეთილში 35 წლამდე მამაკაცმა სადარბაზოში თავი ჩამოიხჩო. გავრცელებული ინფორმაციით , ის ცოლს ეკამათა ტელეფონით და შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება" ცოლს უთხრა, 10 წუთში რომ აღარ ვიყო არ შეგრცხვებ...

  • 21:56

    მეიდანზე „მაჭახელა“ იწვის - რესტორანი მთლიანად ცეც...

    ძლიერი ხანძარია თბილისის ცენტრში. მეიდანზე რესტორანი „მაჭახელა“ იწვის. ცეცხლის გაძლიერებას ქარიც ხელს უწყობს. როგორც ცნობილია, ხანძარი რესტორნის მესამე სართულზე გაჩნდა. რესტორნიდან ხალხის ევაკუაც...

  • 18:42

    რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ ფა...

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს თუ რომელი პრეპარატები გამოიყენონ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში.სააგენტოში განმარტავენ, რომ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუ...

  • 14:37

    "ზურგში დანაგარჭობილი ორსული გოგოს საშინელმა კივილ...

    ჟურნალისტი ია გულიაშვილის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:"დათომ და ხათუნამ ერთმანეთი ხათუნას მამის სოფელში გაიცნეს. გაიპარნენ და შვილის მოლოდინის სიხარულსაც მიეცნენ. ბანალური იქნებოდა ამბავი, შემოდ...