0 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ გუდაურში რეანომობილი გაგზავნა

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც ადგილობრივ ამბულატორიაში გადაიყვანეს და  სათანადო მკურნალობა უტარდებათ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულებს ინციდენტის პირველივე წუთებში გაეწიათ, რის შემდეგაც გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ. თუმცა სამინისტრომ გუდაურში თბილისიდან რეანომობილი მაინც გაგზავნა.

გუდაურში  დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საბაგირო ავარიულად გაჩერდა.  წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ძაბვის ვარდნაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები