1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე საოკუპაციო რეჟიმმა უარი თქვა

  ოკუპირებული ცხინვალი ექსპერტიზის დასრულებამდე ცხედრის გადმოცემაზე უარს ამბობს,-ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

"აცხადებენ, რომ მათ დასაწყისში როდესაც ცხედარი დაათვალიერეს ვერ შეძლეს ცხედრის სიღრმისეული ექსპერტიზა, აქედან გამომდინარე მათ სთხოვეს რუსეთს, რომ ჩაატარონ ცხედრის სიღრმისეული საექსპერტო ანალიზი, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს.  ჩვენ მოვთხოვეთ, რომ ეს დრო უნდა შემცირდეს მაქსიმალურად, მაგრამ დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით შესაძლოა, ამ დრომ რამდენიმე დღე გასტანოს“- აცხადებს ქემოკლიძე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის დახმარებით ცდილობს გაარკვიოს რუსეთის ფედერაციასთან თუ რამდენი ხანი დასჭირდება რუსეთის საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლებისგან, რათა ჩაატარონ ექსპერტიზა.

"ამ საქმეში არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი. ის განცხადება, რომელიც გაკეთდა დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მათ შორის ოსური მედიასაშუალებების მხრიდან ურთიერთ გამომრიცხავია და ის ბრალდება თუ ბრალდებები, რომელმაც გაიჟღერა მათი მხრიდან არის ყოვლად აბსურდული“- აცხადებს ქემოკლიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები