0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ბახალა" საზოგადოებას, მხარდამჭერებს და სამოქალაქო სექტორს მიმართავს

  მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მეგობრები და მხარდამჭერები, მისთვის გამოტანილ განაჩენს მასშტაბური საპროტესტო აქციის გააპროტესტებენ. აქცია „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ დაგეგმა.

მსჯავრდებული მსახიობი მხარდამჭერებს ხვალ კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.  

„აქცია რომ იგეგმება და ა.შ. ამაზე საქმის კურსში ჩავაყენე. ყველას მოუწოდებს აქტიურობისკენ, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა, ეს არის საზოგადო პრობლემა და ბახალა აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელზეც გადატყდა ჯოხი ამ შემთხვევაში და ამგვარი პრობლემით ათასობით ადამიანი იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უაზროდ დიდ სასჯელებს. რაც შეეხება ჩადებებს, ეს კიდევ ცალკე თემაა. პრაქტიკულად ორმაგი მსხვერპლია იმიტომ, რომ პრაქტიკის მსხვერპლიც არის და უსამართლო კანონის მსხვერპლიც. შესაბამისად ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის და ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა,“-განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა  გიორგი მახარაძემ.

გარდა აქციისა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად, პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი- იგივე „ბახალა“ - ამ მომწოდებით, საკუთარი მხარდაჭერის გამოხატვა, facebook-ის გვერდზე ყველა მსურველს შეუძლია. შეწყალების შუამდგომლობისთვის სულ 50 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები