0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სერვის ოფისების პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ „პიარ კლუბს“ უმასპინძლებს

21 იანვარს, 15:00 საათზე სერვის ოფისების პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული)   „პიარ კლუბს“ უმასპინძლებს. სამუშაოს შეხვედრას დაესწრებიან „პიარ კლუბის“ ფეისბუქის ჯგუფის წევრები და კლუბის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. შეხვედრის მიზანია კლუბის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავება, კერძოდ სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა. დახურულ შეხვერდას 30 მდე კლუბის და ბორდის წევრი დაესწრება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გლობალური ქსელი ფართოვდება და ახალი სერვის ცენტრი  საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც გაიხსა, სადაც ბიზნეს კომპანიები და საქმიანი ადამიანები შეძლებენ ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებსაც მათ „რეგუსი“ სთავაზობთ.  ნებისმიერი საქმიანობისათვის საჭიროა იდეალური გარემო და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, მოქნილი და მარტივი გადახდის პირობებით. „რეგუსი“ ზრუნავს რათა მათი სამუშაო სივრცე კიდევ უფრო კომფროტული გახადოს,  დროის დაკარგვის და საჭირო სერვისების დამატებითი ხარჯების გარეშე მისაღებად, თქვენ აკეთეთ ის რაც თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელია, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენი ოფისის კომფორტს. მოხარული ვარ რომ ვუმასპნძლებთ „პიარ კლუბს“ და კომპანიების წარმომადგენლები გამართავენ სამუშაო შეხვედრას, ასევე  გაეცნობიან ჩვენს სერვისს და დაათვალიერებენ ოიფსს,“ - განმარტავს  „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.

 

სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“მომხმარებელს  თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ  და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს.  „რეგუსის“ სერვის  ცენტრი  პრესტიჟული  სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და მაღაზიების სიახლოვეს მდებარეობს და მასში იდეალური გარემოა შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის. ის მარტივად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულებისთვის.

 

„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

პროფესიული გაერთიანებაპიარ კლუბი“ 2012 წლის მარტში ჩამოყალიბდა. კლუბი არაკომერციული ორგანიზაციაა, სადაც გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც მოღვაწეობს პიარის, მარკეტინგის, სოციალურ, მედია, სარეკლამო, კომუნიკაციების სფეროში და აქვს პრაქტიკული გამოცდილება.„პიარ კლუბიდაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად მართავს სამუშაო შეხვედრებს,  ტრენინგებს, პროფესიულ დიალოგებს, საქველმოქმედო ღონისძიებებს.დღეისათვის, პროფესიული გაერთიანების ფეისბუქის დახურულ ჯგუფში 1200-მდე წევრი ერთიანდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სფეროს მნიშვნელობასა და აქტუალობას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:43

    "ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის ...

    "უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირ...

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...