0 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ყველაფერი "პლანის“ მოწევით დაიწყო.ბოლოს ნარკოტიკებმა 38 წლის მამა და 39 წლის ბიძა წამართვა“

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ტუტი მაცაბერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:

"მძულს ამ თემაზე საუბარი და მაინც მთელი დღეა დავდივარ ქუჩებში ჩაფიქრებული და არ ვაპატიებდი საკუთარ თავს რომ ამაზე ჩემი აზრი არ მეთქვა! მოვისმინე, რომ თბილისში ითხოვს ახალგაზრდობა მოხდეს "ყველანაირი" ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია. მე ვიზიარებ იმ აზრს რომ არ უნდა მოხდეს ადამიანების 5 და 9 წლით ციხეში განადგურება, ამას იმედია რომ ყველა ასე ფიქრობს, მათ შორის ჩემნაირი ტკივილის მატარებელი ადამიანებიც. მე მაინტერესებს თუ ვინმე ხართ ისეთი უბრალოდ ვინც ოჯახის წევრი დაკარგეთ ნარკომანიის გამო და ითხოვთ დეკრიმინალიზაციას?! თქვენთან დისკუსია ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. 

* მოვისმინე აზრი რომ "ეს ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას ვუზამ". ამაზე ეგოისტური ნათქვამი ალბათ ჯერ არ მომისმენია და ამის მთქმელმა ადამიანმა არ იცის საერთოდ რას ამბობს ამით. ბიძაჩემის ცხოვრებაში ყველაფერი დაიყო 90 წლებში "პლანის" მოწევით, მისთვის რომ გეკითხათ, ერთობოდა და ვინმეს რომ ეთქვა დამოკიდებული გახდებიო, ძალიან ბევრს იცინებდა. შემდეგ"პლანი" აღარ იყო საკმარისი და ახალი ნარკოტიკები ჩნდებოდა ქალაქში და ინტერესიც დიდი იყო, "პლანმა" თუ არაფერი მიქნა ეს რას მიზამს და ასე დაუმთავრებლად. ხშირად აქ მხოლოდ იმაში არ არის საქმე, იწვევს თუ არა თუნდაც კლუბური ნარკოტიკი დამოკიდებულებას, საქმე არის სიახლის ძიებაში. ამ სიახლის ძიებაში მამაჩემმა და ბიძაჩემმა იპოვეს ის წამალი რომელმაც საბოლოოდ დაიმონა ისინი და არამარტო ისინი სხვა უამრავი ოჯახი გააუბედურა...


სწორედ "პლანის" მოწევით დაიწყო ეს უბედურება. სანამ თქვენ ფიქრობთ იმაზე, რომ ეგ სხეული თქვენია და რასაც გინდათ იმას უზამთ, გახსოვდეთ რომ ამის უკან ოჯახები დგანან, მომავალი შვილები ან ის ბავშვები დგანან ვისაც თქვენი შვილები ქვიათ. ყველაფერი გააჩნდათ ბედნიერებისთვის, ოჯახი, სახლი, მეგობრები, შეძლებული ოჯახი იყო და უბრალოდ ყველაფერს ამჯობინეს ის ნარკოტიკები, რომლებიც ბოლომდე ეგონათ რომ არც მოკლავდათ და თუ მოუნდებოდათ დაანებებდნენ თავს. არაფერი არ დაიკლეს ცხოვრებაში იმ წლებში როცა ქვეყანა გადატიალების პირას იდგა.

ბაბუაჩემი მათ "გართობას" გადაყვა! 90 წლებში ნარკოტიკები ახალი ხილი იყო, ამ ადამიანებს შედეგების შესახებ არაფერი სმენოდათ, მაგრამ ახლა ძალიან მაშინებს ჩვენი თაობის მოთხოვნა "ყველა" ნარკოტიკული საშიალების დეკრიმინალიზაციაზე. ბიძაჩემი ბოლო წლებში ამბობდა, ეს რომ მცოდნოდა რა მელოდა, არასოდეს გავეკარებოდი არც იმ "პლანს" და არაფერსო. არაფრით არ ესმოდა იმ ადამიანების რომლებიც მე და ჩემნაირებს შემოგვხედავს და ნარკოტიკების გასინჯვა მოუნდებაო. 

მე მხოლოდ იმიტომ შევეხე ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს და მათ მაგალითზე დავგმე ეს წამოწყება, რომ მიყვარხართ და მეშინია შედეგების. გვახსოვდეს, რომ კლუბური ნარკოტიკიც შედარებით ახალი ხილია. 
მამაჩემი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ბიძაჩემი 39 წლის ასაკში ე.წ. რეზბალნიცაში დაამთავრა სიცოცხლე, რომელიც მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. მოდით გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ნარკოტიკული საშუალებები სანამ ყველაფრის დეკრიმინალიზაციას ვითხოვთ!

დღეს ყველაფერს დავთმობდი მათი ნახვისთვის, ამიტომ ვიცოდეთ რომ ჩვენი სხეული არამარტო ჩვენია! არ გვაქვს უფლება ვიყოთ ეგოისტები! მოვითხოვოთ რომ გამოუშვან ის ახალგაზრდები, რომლებიც სასჯელს იხდიან მცირედი კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისთვის. მაგრამ არა ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის. და ის მოვითხოვოთ რომ სასჯელი შემსუბუქდეს. მივიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება! #ნარკოტიკებიკლავს მე ამისთვის არ მემეტება არავინ," - წერს მაცაბერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...