2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მსოფლიო ვარსკვლავები “ახალი ბანას” მშენებლობისათვის საჭირო სახსრების შესაგროვებლად ერთიანდებიან. #შემოგვიერთდით! დაესწარი კონცერტს და #გახდიბანასმშენებელი

5 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები სამონასტრო-საგანმანათლებლო კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის – „ახალი ბანას“ მშენებლობისათვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად ერთიანდებიან.

ქართველ მსმენელს ეძლევა შანსი ოპერის სცენაზე, ერთად იხილოს და მოუსმინოს ისეთი ვარსკვლავების შემოქმედებას როგორიცაა – მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, ლადო ათანელი, თამარ ივერი, შალვა მუქერია, ქეთევან ქემოკლიძე, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ კოლელიშვილი, ზურაბ ზურაბიშვილი, თამთა ტარიელი, ნინო ლეჟავა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტში ასევე, მონაწილეობას მიიღებს სამების გუნდი. შესრულდება არიები და ანსამბლები ვერდის, ჯორდანოს, პონკიელის, გუნოს, ჩილეას, დონიცეტის, პუჩინისა და ფალიაშვილის ოპერებიდან.

საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ახალი ბანას“ მშენებლობას.

აღდგომის სახელობის „ახალი ბანა“-ს სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას 2017 წლის 15 ივლისს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონია, რომლის ეგიდით აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. „ახალი ბანას“, საუკუნის პროექტად წოდებულ კომპლექსს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება, რომლის მიზანიც მომავალი თაობებისათვის „ბანას“ ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.

#შემოგვიერთდით! პატრიარქის კურთხევითა და ერთად დგომით დავიწყოთ ისტორიული მოქმედება, ავაგოთ სულისა და ცოდნის „ახალი ბანა“-ს ტაძარი! #ბანაგვაერთიანებს

ქველმოქმედების მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: 0 901 700 307

მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებმა, ზარის ღირებულება 1 (ერთი) ლარი

ან ჩარიცხეთ თანხა შესაბამის საბანკო ანგარიშის ნომრებზე:

• თიბისი ბანკი: GE13TB7894136050100003 (შესაძლებელია ჩარიცხვა TBC PAY-ის აპარატებითაც: მთავარი >> სხვადასხვა >> ქველმოქმედება >> ფონდი ბანა)

• საქართველოს ბანკი: GE56BG0000000781425400

• ლიბერთი ბანკი: GE87LB0115142043269001/ GEL; GE60LB0115142043269002/USD; GE33LB0115142043269003/EUR

#გახდიბანასმშენებელი – ყოველი შემომწირველის სახელი ჩაიწერება ბანას მშენებელთა წიგნში და მუდმივად მოიხსენიება ლოცვებში

ღონისძიების თანამონაწილეა კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კულტურის პალატა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...