0 5 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გალფმა საქართველოში საწვავის მსოფლიო დღე აღნიშნა

17ნოემბერს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, საწვავის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ნავთობკომპანია გალფის ინიციატივით სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც სუფთა გარემოსთვის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას მიეძღვნა.

წლევანდელი აქტივობა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება ავტომობილისთვის და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს უხარისხო საწვავის მოხმარებამ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

„დროა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ეკოსისტემაზე, ამ დღის აღნიშვნის არსი სწორედ ეს არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარემოზე ზრუნვისთვის ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულოს. ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად ხარისხიანი საწვავი შევთავაზოთ - ევრო 5-ის ტიპის სტანდარტი, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანაში გამოიყენება და ეს არის დადგენილი ნორმა. მომხმარებლებსაც მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი საწვავი ჩაასხან საკუთარ ავტომობილებში, რათა ნაკლებად დააბინძურონ გარემო და თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის იზრუნონ“ - განაცხადა გალფის საოპერაციო დირექტორმა საბა ჯიშიაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაბინძურების პრევენციისკენ. „ქვეყნისთვის და გარემოსთვის ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც საწვავის ხარისხი არის მაღალი და მასში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია დაბალია. ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც კომპანიები სწორედ ამ მიმართულებით გეგმავენ თავიანთ ბიზნეს პროცესებს. ცხადია საწვავის ხარისხზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, გარემოს სისუფთავე, ადამიანების ჯანმრთელობა, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამგვარ ღონისძიებებს“.  

გარდა ღონისძიებისა, რომელსაც მედიისა და ავტოსალონების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საწვავის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქტივობები სოციალურ მედიაში გაგრძელდა. გალფის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე დაიწყო შემეცნებით-საგანმანათლებლო კამპანია. ერთი კვირის განმავლობაში, სოციალური მედიის აუდიტორიას საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ხარისხიანი საწვავის მოხმარების შესახებ, რათა იზრუნონ ავტომობილებზე, ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს და გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები