2 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი დაზღვევა პროექტ „ჩართე“-ს მხარდამჭერია

თიბისი დაზღვევა პროექტ „ჩართე“-ს მხარდამჭერი ხდება.  პროექტს საგანმანათლებლო ფონდი “Educare Georgia” ახორციელებს.  ვებ გვერდის www.charte.ge   მეშვეობით ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას  შეუძლია გახდეს მხარდამჭერი და სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ სკოლის ასაკის ბავშვებს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი ან კომპიუტერის შეძენა დაუფინანსოს.

“Educare Georgia”-ს  წარმომადგენლის გიორგი ჯიბლაძის თქმით ფონდის მისია ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„დღეს საქართველოში ბავშვების დაახლოებით  20%-ს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ჩვენ გვინდა თამანედროვე სამყაროს დანახებით მათ მეტი ცოდნის მიღების სურვილი გავუღვივოთ. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ საჭიროა მსგავსი პროექტების განხორციელება“

პირველ ეტაპზე პროექტი წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში ხორციელდება. ის 10-12 კლასის მოსწავლეთათვის არის გათვლილი, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ, სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას. ამ დროისთვის შემოსული დაფინანსებით მოხერხდა ქსელში 61-დან 35 ბავშვის ჩართვა.

თიბისი დაზღვევამ პროექტის ფარგლებში დევნილთა დასახლება ფრეზეთი ჩართო და ბავშვებს  კომპიუტერებიშეუძინა. როგორც თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით კიღურაძე ამბობს -  “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროექტი “ჩართეს”, როგორც მომავალი თაობის განვითარებისთვის ძალიან საჭირო ინიციატივის მხარდაჭერა. დღეს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად ვითარდება, უბრალოდ აუცილებელია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინფორმაციის წყარო განთლების მისაღებად, ინტერნეტთან წვდომა მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ტოლფასია.”

პროექტზე მეტი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია „ჩართე“-ს ვებ გვერდზე www.charte.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...