1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„Imereti Greenery“-ის GlobalGAP-ის სერთიფიკატი მიენიჭა

ქართულმა კომპანია შპს „Imereti Greenery“-მ საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის, GlobalGAP-ის სერთიფიცირება გაიარა. 

GlobalGAP-ის სერთიფიკატი კომპანიის აღიარებას გულისხმობს უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტების  უსაფრთხოების მიმართულებით. 

სერთიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა და კარფურის  გენერალური დირექტორი ფილიპ პეგილანი დაესწრნენ. 

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში და კარფურის  გენერალურმა დირექტორმა  ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს  უსაფრთხო პროდუქტის და მდგრადი წარმოების მნიშვნელობას. 

„საქართველომ ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას ევროსაბჭოს ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ, რაც თავის მხრივ ქმნის ვალდებულებას, რომ წარმოებული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებს.  ქართველმა მიმწოდებლებმა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს“,  -აღნიშნა ჯოს დოუმამ. 

„მშენებარე ქართული, თანამედროვე სათბურები - მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისობა ევრო სტანდარტებთან -კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა  „Imereti Greenery“-ის გენერალურმა დირექტორმა დირკ ალევენმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მომხმარებელი მეტად კრიტიკულია გემოს და ხარისხის მიმართ. ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ჯანსაღია, გემრიელი და არ შეიცავს არანაირ საშიშ პესტიციდებს. ის, რაზეც ჩვენ  ვსაუბრობთ, დასტურდება GlobalGAP სერთიფიცირებით.  ჩვენ მოვუწოდებთ ამ ინდუსტრიის სხვა კომპანიებს დაიცვან იგივე ევრო-სტანდარტები“, - განაცხადა  დირკ ალევენმა. 

ქართული კომპანია  „Imereti Greenery ქართულ-ჰოლანდიური საწარმოა, რომლის სათბური აგებულია ჰიდროფონურ სისტემაზე.  ეს თანამედროვე  მეთოდი მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სამტრედიაში 2 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ქართული ბოსტნეული ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მოჰყავთ.  

კომპანია დაფუძნებულია  Georgian Fresh Holding B.V. ის მიერ (53.7%), რომლის მესაკუთრეები არიან: FoodVentures B.V, მ. ხაზარაძე, ბ. ჯაფარიძე, ბ. მეიერი და ლ. ბაღდავაძე 46.3%-ის მფლობელია სს საპარტნიორო ფონდი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...