1 4 : 2 6
 | 

საზოგადოება

საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა

თბილისში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს  წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცენტრის წარმომადგენლობა ქვეყანაში კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალი პერსპექტიული ჯიშების შემოტანას აპირებს.

 მოწვეულს სტუმრებს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარუდგინა და საქართველოს წარმომადგენლობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის რეგიონალურმა ლიდერმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში რუსუდან მდივანმა.

 ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი მაიკლ გერბა, რომლებმა ისაუბრეს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაზე, ხედვასა და მოღვაწეობაზე, ცენტრის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და სხვა  საკითხებზე. ცერემონიალის ფარგლებში გაიმართა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ამსახველი ფილმების ჩვენება.

 „თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას მეტი წვდომა გვქონდეს მსოფლიო მიღწევებზე აგრარულ სექტორში, ინოვაციებსა და კარტოფილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომელსაც ჩვენ ბუნებრივია დავნერგავთ საქართველოში,“ - თანამშორმლობის პერსპექტივებზე საუბრობს  საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე

 „კარტოფილი, ისევე როგორც ღვინო საქართველოს დიდი კულტურის ნაწილია. მოხვარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. კარტოფილის საერთაშორიოს ცენტრის საქართველოს  წარმომადგენლობა გახდება ცენტრის რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები. ორგანიზაცია ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში,“ - ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე საუბრობს  კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი მაიკლ გერბა.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემებზე დაყრდნობით 5 წლიანი პროგრამა შემუშავდა.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამა მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 ოფიციალური ნაწილის დასასრულს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა გერჰარდ შაუმბერგერმა წარადგინა ავსტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული პროექტი, „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“. „საქართველოს მოსახლეობა კარტოფილის აქტიური მომხმარებელია. ცენტრის წვლილს შეიტანს ქვეყენაში კარტოფილის კიდევ უფრო გამოყენებაში. მიმაჩნია, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარება ფერემებსა  და მცირე მეწარმეებს გამოადგებათ. საქართველოში წარმოებული კარტოფილი იქნება ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალი. წელს საქართველოში 12 ტონა კარტოფილი მოვიდა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომავალში 30 ტონამდე გაიზარდოს,“ - აღნიშნავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი.

 კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR) წევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მისივე ინიციატივით 1971 წელს დაარსდა. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ითანამშრომლოს პარტნიორებთან სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და გენდერული თანასწორობის დასაცავად, რა თქმა უნდა, სასოფლო–სამეურნეო კვლევებისა და ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის გზით.

 კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოშიც უკვე გაიხსნა. წარმომადგენლობის გახსნის წინაპირობას  2016 წლის 26 იანვარს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - სამეცნიერო კვლევითი და  კარტოფილის საერთაშორისო ცენტრებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადენდა. სწორედ მის  ფარგლებში ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემატიკაზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი პროგრამა,  რომელიც საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში გახდება ცენტრის რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში დანერგავს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარადგენს ახალ პერსპექტიულ ჯიშებს, აგრეთვე აამაღლებს მეკარტოფილეობის სექტორში მოღვაწე მეცნიერების, ფერმერებისა და მწარმოებლების ცოდნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:01

    ირმა ინაშვილი - ხმა მივეცი ქართული ტრადიციების, ზნ...

    "პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა ხმა ვაკის #49 საარჩევნო უბანზე მისცა და საარჩევნო პროცესი შეაფასა.მისი თქმით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი არაერთხელ გამოიყენა....

  • 14:00

    დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახ...

  • 13:29

    "დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევა უკვე მარკირებით...

    „ჩვენ დავაფიქსირეთ ერთი შემთხვევა ხმის მიცემის უკვე მარკირებით, იმ პირს, რომელმაც მისცა ხმა, მას უკვე ჰქონდა გავლილი მარკირება,“ - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ...

  • 12:33

    სია სახელად - ,,ვაი იმის ბრალი ვინც არ მოვა" "ოცნ...

       სია სახელად - "ვაი იმის ბრალი ვინც არ მოვა" "ოცნება" ფორმაშია"- დამკვირვებელი ამ სათაურით აქვეყნებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ს...

  • 11:30

    „ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ, ჩვენ გვაქვს ძალია...

    „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება - პრეს-კონფერენციას არჩილ თალაკვაძე მართავს.არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ პროცესი მშვიდ დ...

  • 10:28

    "ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები ავირჩიოთ, ...

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა. "ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიანსაქართველ...

  • 19:08

    „თეგეტა მოტორსის“ განცხადება...

    გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პირდაპირი წესით გაფორმებული კონტრაქტების შესახებ  სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანია „თეგეტ...