0 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ASB საქართველო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა

კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო), 10 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59), მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა. 

აღნიშნული სიმულაცია ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში მოხდა უნივერსიტეტის სრული ევაკუაცია.  

“ევაკუაციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სტუდენტებმა, ისე თანამშრომლებმა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტში დაინერგა კურსი „კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ და ოქტომბრის თვიდან სტუდენტებს ექნებათ აღნიშნული კურსის არჩევის საშუალება.”

თეონა ჯულუხაძე -ASB -ს კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის კოორდინატორი. 

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის  ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“. 

უჩვეულო და საინტერესო ფაქტის მოწმე გავხდი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. პრაქტიკულად მთელი უნივერსიტეტია ჩართული. მიწისძვრის სიმულაცია, რომელიც ახლა ჩატარდა უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია. მონაწილეობს სასწრაფო, სახანძრო, მიმდინარეობს გადაღება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა კატასტროფის დროს და ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისების მართვის შესწავლისთვის.

 

დავით ლიკლიკაძე - ჟურნალისტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...