0 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - Wizz air-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizz air-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

Wizz air-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით - ასე შეაფასა Wizz air-ის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„კომპანია Wizz air-ის ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizz air-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მხრიდან, როგორც შემოყვანილი, ისე გაყვანილი ტურისტების რაოდენობა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამატოს ერთი თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2018 წლის მაისიდან ემატება ოთხი ახალი მიმართულება - რომი, პარიზი, ბარსელონა და პრაღა. ჯამში გვექნება 16 მიმართულება 11 ევროპულ ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში ტურისტების შემოყვანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Wizz air-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

„აპრილში, პრემიერ-მინისტრის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-უნგრული ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან კავშირის გაფართოების გზები; ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩამოვიყვანოთ მეტი ტურისტი აქ და როგორ უნდა გაიზარდოს ქართველ მოგზაურთა რაოდენობა საზღვარგარეთ. დღეს მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრა მიღწეულ პროგრესზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავის დამატების შესახებ, რომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2 უდიდესი დედაქალაქის - პარიზისა და რომის მიმართულებით; გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიან პოპულარული მიმართულებებით - ბარსელონასა და პრაღაში. ამოქმედდება ოთხი ახალი რეისი და ქუთაისის აეროპორტიდან იფრენს მეორე სამგზავრო თვითმფრინავი, ასევე გაიზრდება შიდა ტურიზმის შესაძლებლობა“, - განაცხადა Wizz air-ის კომერციულმა დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...