0 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"დედა-შვილობა სიკვდილით არ მთავრდება..ხვალ ახალი დღე იქნება“, - მაია ასათიანი

   მაია ასათიანმა  "პროფილში" საკუთარ თავზეც ილაპარაკა :"პირადი მაქვს. ეს ბვრ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა. ბოლო დროს გაჩნდა თემა, რატომ ვაგრძელებ ცხოვრებას. სოციალურ ქსელში ფოტო დავდე, როგორ ვისვენებდი მე დედა და ადამიანებმა, მათ შორის ჩემმა კოლეგა ჟურნალისტებმაც დაიწყეს ჭორაობა, თუ რატომ მაცვია შორტები... ზაფხულში... როგორ ვბედავ და ვისვენებ და ა.შ. 

მე რაც მჭირს, ეს არის სამუდამო. მე არ მინდა, ამ ტრაგედიით ვინმე დავამძიმო და დავთრგუნო... შვილმკვდარ დედებს აქვთ უმძიმესი შავი აურა. მე არ მინდა, რომ სხვა გრძნობდეს ჩემს ამ მძიმე აურას. დაცემული და მოტირალი მე არავის არ დავენახები. მიკვირს ძალიან, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, ყოველდღე მხედავდეს საფლავზე დაცემულს. საზოგადოებას უყვარს უბედურები. და საზოგადოებას უნდა, რომ მე ვიყო საფლავზე დამხობილი, მაგრამ ეს არ უნდა ჩემს შვილს. 

თუ რამეს ვაკეთებ, თუ ცხოვრებას ვაგრძელებ, ეს არის ნუცასთვის, იმიტომ, რომ მუდმივად მაქვს განცდა (შეიძლება გიჟი გეგონოთ), რომ ის ჩემთან არის. დედაშვილობა არ მთავრდება სიკვდილით. მე ეს ვიცი ზუსტად და ჩვენ ისევ ერთად ვართ. სულ მაქვს განცდა, რომ ის აქ არის და მას არ მოვეწონები შავებში ჩაცმული. მე ვტირივარ, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ხედავს. და ვცდილობ იშვიათად ვიტირო, იმიტომ რომ ეს მე მანგრევს. საფლავზეც იშვიათად დავდივარ, იმიტომ რომ იქ ვხდები ძალიან ცუდად. არ ვიცი ამას უნდა ვამბობდე თუ არა, მაგრამ იქ არ მივდივარ იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა იქ ვარ, მიპყრობს პანიკა და მიჩნდება სურვილი, საფლავი გავთხარო და იქ ვიწვე.

 ამ მდგომარეობაში ჩემი თავი მძულს. მე დღეს თეთრი მაცვია, საგანგებოდ მაცვია თეთრი. იმიტომ, რომ ნუცამ მითხრა ასე. მე შვილმკვდარი დედა ვარ, მაგრამ მე ცოცხალი ვარ. და მინდა ვიყო ბედნიერი. ყველა მოვკვდებით, იქ ყველა წავალთ. და ახლა კაცობრიობის მთავარი შიშის წინაშე მე ვარ თავისუფალი. მე სიკვდილს ველოდები, როგორც ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრას, იმიტომ რომ ვიცი, იქ ნუცაა. და მანამდე და მანამდე რამდენიც მაქვს დარჩენილი, ვიცხოვრებ, როგორც ადამიანი. დედაშვილობა სიკვდილით არ მთავრდება... და ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...