0 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნუკი მამის დასაფლევების დღეს დაიბადა.

ეს ბავშვები მამის გარეშე დარჩნენ, ყველაზე უმცროსი კი იმ დღეს დაიბადა, როცა მამას ასაფლავებდნენ…

ტრაგედია, რომელიც ემა კვარაცხელიას და ნუკრი სალიას  ოჯახს დაატყდა თავს, ნამდვილად რომ სულისშემძვრელია და საგონებელში ჩააგდებს ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი…

…ემა და ნუკრი ოციოდე წლისანი იყვნენ, როდესაც გადაწყვიტეს დაქორწინება, დიდი ოჯახის შექმნა, სამშობლოს საამაყო შვილების გაზრდა, თუმცა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში უმუშევრობის გამო ოჯახის ფეხზე დაყენება შეუძლებელი იყო.

ახლადდაქორწინებულებმა დედაქალაქს მიაშურეს ლუკმა–პურის საშოვნელად, ჯერ ნაცნობების სახლში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ოთახი იქირავეს. ნუკრიმ ჩამოსვლისთანავე დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა, შეეძინათ პირველი შვილი, მერე – მეორე, მესამე… ცხოვრობდნენ ღარიბულად, მაგრამ სიყვარულში, უკეთესი მომავლის იმედით, ურთიერთგაგებასა და ერთმანეთის პატივისცემაში.

ნუკრის ძალიან უნდოდა მეოთხე შვილი. თვლიდა, რომ რაც მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო დიდია ბედნიერება. როდესაც გაიგო მეუღლის ფეხმძიმობის ამბავი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იგი ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც გულში ჩაიკრავდა ახალშობილს.  მაგრამ ოჯახის ახალი წევრის “ღირსეულად” დახვედრისთვის საჭირო იყო დამატებითი სახსრები, ამიტომ მან კიდევ ერთი, დამატებითი სამუშაო აიღო, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ტრაგედია 26 ივლისს დატრიალდა. ძველი ავარიული შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა და ნუკრი შიგ მოიყოლა. საშინელი ხმაური და ყვირილი პირველი ნუკრის მეუღლემ გაიგონა, რადგან იმ დროისთვის ისინი შემთხვევის ადგილიდან ორ ნაბიჯში ქირაობდნენ ბარაკის ტიპის საცხოვრებელს.  ორსულობის მეცხრე თვეზე მყოფი ქალი გამოვარდა საშველად. იმ მომენტში არ იცოდა და ვერც კი ათვითცნობიერებდა თუ რა ხდებოდა მის თავს… როდესაც დაინახა ნანგრევებში მოყოლილი მეუღლის სხეული, დაიწყო მისი გამოთრევა, თან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა… წუთები საუკუნეებად იქცნენ… და როცა ნუკრის თავმოწყვეტილ სხეულს დახედა, მას მუხლები ჩაეკეცა და გონება დაკარგა…

რამდენიმე დღის შემდეგ, ნუკრის დასაფლავების დღეს, დაიბადა პატარა ნუკი. სახელი მამის საპატივცემულოდ დაარქვეს, მამის, რომელიც ასე სულმოუთმენლად ელოდა მის ამ ქვეყნად მოვლინებას.

სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი გასაჭირი არ ადარდებთ. ემას და მის შვილებს ბარაკის მეპატრონემ კარებისკენ მიუთითა… ემა შვილებთან ერთად ნათესავებმა შეიფარეს.

ნუკრის დედა  5 წლის ასაკში გარდაეცვალა, ხანდაზმული მამა საწოლს არის მიჭაჭვული, საკუთარი და კი უკვე 16 წელია რაც  ცერებრალური დამბლით დაავადებულ შვილს უვლის. ემას მშობლები სოციალურად დაუცველი ხალხი, ძლივს გააქვთ საკუთარი თავი. იქნებ მოკიდოს ბავშვებს ხელი და სოფელში დაბრუნდეს?  მაგრამ სად? სად იცხოვროს, როცა მამაპაპისეული სახლი დანგრეულია. 

ემა სასოწარკვეთილია. შვილების მომავალი ძლიერ აშინებს, სულს უღრღნის. როგორ დააპუროს, როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან?

ოთხი ბავშვი დარჩა მარჩენალის გარეშე, სრულ სიღატაკეში, საკუთარი საცხოვრებლის  და შემოსავლის გარეშე და რაც მთავარია – მამის სიყვარულის და მზრუნველობის გარეშე.

ემა გადატანილის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა შოკური მდგომარეობიდან და შესაძლოა კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვიდეს. ბავშვები კი, განსაკუთრებით ახალშობილი გოგონა, ელემენტარულ საჭიროებას არიან მოკლებულნი.

რა ქნას? როგორ გაუძლოს ამ ყველაფერს? ვინ დაეხმარება?

მათი დახმარება ჩვენ შეგვიძლია, მეგობრებო! გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ამ ერთ წამში გაუბედურებული ოჯახის ტრაგედია. თუ გაქვთ საშუალება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ  ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სალიების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/220-salia/

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახები და თქვენი კეთილი გული!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:43

    "ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის ...

    "უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირ...

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...