1 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად საქართველოში ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ კალთბურთელმა 9 აგვისტოს „იმპაქთ ჰაბში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ის თიბისი ბანკის პროექტ სტარტაპერის და  ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია „წლის სტარტაპერის“ მონაწილეებს შეხვდა.

„ბევრი საერთოა ჩემს როგორც სპორტსმენსა და თქვენს როგორც ბიზნესმენებს შორის,“ - განაცხადა ფაჩულიამ.  „საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბიძგი და დახმარება ჭირდებათ, სწორედ ამას აკეთებს თიბისი და მეც მოვედი, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თქვენს გვერდით მიგულეთ და მადლობა მეგობრობისთვის.“

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის თქმით: „ძალიან მნიშნელოვანია, რომ დღეს შევკრიბეთ ხალხი, ვინც ქვეყანაში იწყებს ახალ ინიციატივებს, ქმნის ახალ ბიზნესებს, ნერგავს ახალ იდეებს და აქცევს მათ რეალობად. ამით ისინი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს, ბევრ სამუშაო ადგილს ქმნიან და სოციალურ ფონს აუმჯობესებენ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც დიდ საქმეს აკეთებს. ზაზა ფაჩულიას დამეგობრება „სტარტაპერთან“ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მან ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის შედეგად მიაღწია დიდ მიზანს, რაც სტარტაპის თემატიკასთან ძალიან ახლოსაა.“

ცნობილმა კალათბურთელმა, ასევე, ისაუბრა შეცდომების დაშვების, გამბედაობის, ძლიერი გუნდის ყოლის და თვითდაჯერებულობის მნიშვნელობაზე. „კითხვის დასმა და შეცდომის დაშვება სირცხვილი არ არის, პირიქით, იყავით გამბედავები, მიღებული გამოცდილებით ბევრს ისწავლით.“

ზაზა ფაჩულია თავადაც მონაწილეობდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.  მაგალითად, შარშან მისი სტარტაპი „სნეპი“ ბიზნესდაჯილდოებაში იღებდა მონაწილეობას. წელს კი კალათბურთელი ბიზნესდაჯილდოებაში ნომინაცია - „წლის სტარტაპერის“  წარმდგენი იქნება.

ღონისძების ბოლოს ფაჩულიამ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „უნდა იფიქროთ სულ განვითარებაზე, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა,“ -  განაცხადა კალათბურთელმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...