0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სს ”საქართველოს რკინიგზის” განმარტება რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით

საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალში განხორციელდა რეორგანიზაცია. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი კოლეგები არ დაგვეტოვებინა სამსახურის გარეშე, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამუშაო ადგილები. სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათივე თანხმობით, შეეცვალათ სამუშაო ადგილი და პირობები. რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი გადავიყვანეთ სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულებაზე, გაზრდილი დატვირთვის გამო. რეორგანიზაცია განხორციელდა, რადგან კომპანიას სჭირდებოდა თანამშრომელთა ოპტიმალური გადანაწილება საჭიროების და დატვირთვის შესაბისად.

საქართველოს რკნიგზამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თანამშრომლებთან, რათა მათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და იმ ალტერნატივის შესახებ, რასაც მათ კომპანია სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრების დროს არცერთ თანამშრომელს ცვლილებების საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავს. უკლებლივ ყველა თანამშრომელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა შრომითი პირობების არსებით. თანამშრომლებთან შეხვედრები ჩატარდა რეორგანიზაციის შემდეგაც. კერძოდ, 2 და 4 აგვისტოს შეხვედრას თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებიც თ. დვალიშვილი და ი. ლეჟავა.

ამიტომ მედიაში გამოქვეყნებული განცხადება, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლობაზე და შეხვედრაზე უარის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს. რკინიგზა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებს. გადაყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრასნპორტირებით. გარდა ორი პიროვნებისა, რომლებსაც ახალი პროფკავშირის წევრები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვა გადაყვანილი თანამშრომლები ახორციელებენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას. 

მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელთა აზალი პროფკავშირის განცხადებაში ნახსენები თანამშრომლები გარკვეული პერიოდია არიდებენ თავს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს რკინიგზას ისინი დღემდე არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და 8 აგვისტოს მათ კიდევ ერთხელ ოფიციალურად გაეგზავნათ შეხსენება, სამსახურში გამოცხადების თაობაზე. ამასთანავე, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომ რკინიგელთა ახალი პროპკავშირები პერმანენტულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს რკინიგზას. სამწუხაროდ, ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აღნიშნულ ორგანიოზაციას რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად ამოძრავებს პოლიტიკური მიზნები და წინასაარჩევნო გააქტიურება, რაც უკავშირდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესების განხორციელებას და არა რკინიგზელთა უფლებების დაცვას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...