0 5 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გუდვილთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ დამწვარია 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გამხმარი ბალახი და საბურავები. ადგილზე ათზე მეტი სახანძრო ბრიგადა მუშაობს, ხანძრის ლიკვიდირება კი მალე მოხდება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ჰიპერმარკეტ "გუდვილიდან" რამდენიმე მეტრშია, მაგრამ ობიექტზე გადასვლისა და მიმდებარე შენობებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამასთან, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები