0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქვეყნის მოსახელობის მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილები რჩება - NDI

   ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგად, გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახელობის მთავარ პრობლემად, კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - 52% სამუშაო ადგილებს, 31% - სიღარიბეს; 30% - ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.

28% - ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას; 25% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 22% - პენსიებს, 16% კი, ხელფასებს ასახელებს.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

კითხვაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში - მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ძალიან გაუმჯობესდა. 22% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 51%-ისთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა, 10%-თვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 2% კი აცხადებს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში ძალიან გაუარესდება.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 62% თავს დაუსაქმებლად, ხოლო 38% დასაქმებულად თვლის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები