0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ბრალდებულმა ამოიღო „დეზოდორი“, რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი"

  ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა მას შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს - განუცხადა ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლოს სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ.

“მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო „დეზოდორი“, რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები