1 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

წარმატების ახალი ისტორიები თიბისი სტატუსისგან

თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა სამ ახალ ისტორიას წარმოგიდგენთ.  ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირადად მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდების წარმატებაში, რომელთა  შესახებ მომზადებული ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე  www.statusdonates.ge .

ახალგაზრდები სოფელ ნიქოზიდან
 სოციოლოგიის  ფაკულტეტის  სტუდენტი მარიამ დევიძე და მისი მეგობრები  კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ ნიქოზში მათი თანატოლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას  ცდილობენ.  ადგილობრივების გამოკითხვის  შედეგად მარიამმა გაარკვია, რომ სოფელში ყველაზე მეტად  ბიბლიოთეკები, გასართობი ცენტრები და სპორტულიმოედნები სჭირდებათ.  მოძიებულის საგრანტო  დაფინანსებით მარიამმა  და  მისმა  მეგობრებმა ნიქოზში ძველი შენობა ბიბლიოთეკად  გადააკეთეს.  ახლა ისინი სპორტული სკვერისკეთილმოწყობას გეგმავენ. ამ მიზნის მიღწევაში მათი მხარდაჭერა ნებისმიერ თქვენგანს  შეუძლია.
 პატარა ბალერინა
14 წლის ელენე ღაღანიძე  ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის   გამორჩეული მოსწავლეა. ის უკვე 6 წელია ცეკვავს. ელენეს მიზანია პრიმა-ბალერინა გახდეს და მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენაზე იცეკვოს, ის  ამისთვის  ძალიან  ბევრს  შრომობს. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, ელენე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბალეტო სკოლაში,  Ecole Superior de Danse Cannes Rosella Hightower-ში  მიიღეს.  ნახეთ როგორ ცეკვავს პატარა ბალერინა და მიიღეთ მონაწილეობა მის მომავალ წარმატებაში.

ნიჭიერი პიანისტი

ტატო ალანია კონსერვატორიაში მაგისტრატურაზე სწვლობს. ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა უკვე მიიქცია საერთაშრისო ყურადღება. ცოტა ხნის წინ ტატომ პრესტიჟულ გერშვინის კონკურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ის ნიუ-იორკში სექტემბერში მიემგზავრება. კონკურსზე ღირსეულად რომ წარსდგეს, ამისთვის ბევრს მეცადინეობს და ყველდღე დადის კონსერვატორიაში, რადგან  საკუთარი ინსტრუმენტი არა აქვს.

საქველმოქმედო პლატფორმა www.statusdonates.ge-ის მეშვეობით უკვე ათზე მეტი პროექტი დაფინანსდა.  თბილისის ზოოპარკს  შეემატა  ახალი ვეფხვი, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე გაემგზავრა  არაერთი  ნიჭიერი ახალგაზრდა.  მათ შორის, ანა ჩუბინიძე,  რომლმაც თავისი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი“ ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების კინოფესტივალზე წარადგინა. დაფინანსდა უსინათლოთათვის ადაპტირებული თამაში „აფორიზმობანა“ და სოფელ ძეგვში მდებარე თავშესაფრის რეალიბილიტაციის პროექტი. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...