1 5 : 3 2
 | 

მთავარი თემა

ჩუმი განგაშის გაგზავნა (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა - "112“-მა მობილური აპლიკაცია შექმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა.

შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს.

აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“).

"შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად „112“-ის დღესთან დაკავშირებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის „ქოლ-ცენტრს“ ეწვია.

ღონისძიებაზე „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია წარმოადგინა. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა „112“-ის რუსთავის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

11 თებერვალს, 112-ის დღეს აღნიშნავს როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მისი მიზანია მოსახლეობაში 112-ის ცნობადობის გაზრდა. ყოველწლიურად, ამ დღეს, საქართველოს „112“ სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას ატარებს,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:06

    “რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნამ მმართველ გ...

      საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადო გამწესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რამდენიმე მოსამართლის დანიშვნასთან და...

  • 14:58

    ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას სუს–...

    ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება:"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,2018 წლის 22...

  • 14:54

    ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვ...

     ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. ტატუნაშვილი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართლადამცველების მიერ "სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების გენოც...

  • 23:41

    "ჩვეულებრივი, დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ" - რას...

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული ლ.გ. დააკავა.  ახალგაზრდამ ანა ნაცვლიშვილის ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა შურისძიების მოტივით მიაყენა ...

  • 15:27

    ვინ არის 20 წლის გოგო, რომელიც დღეს დილით თემქაზე ...

      თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონას მეგობარი ბიჭი სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს.  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გოგონა სწორედ ამ მეგობარ ბიჭს ესაუბრა. არსებული არაოფიციალურ...

  • 15:19

    საკადრო ცვლილებები თავარ პროკურატურაში ...

      მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.  გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი.   ცვლილება შეეხო სა...

  • 12:07

    თემქაზე 21 წლის გოგონა მოკლეს...

      თემქაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, რომელიც დაუდგენელმა პირმა მოკლა.შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს მომხდარის თაობაზე ოფიციალუ...