0 5 : 0 5
 | 

მთავარი თემა

მერაბიშვილი საკანს ახალ წლამდე დატოვებს

"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, საქართველს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. 

   ინფორმაციის თანახმად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს და თუ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებულმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, ყოფილი პრემიერი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უწყების გადაცემას ადასტურებს. 

  გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილს სასჯელებიდან გამომდინარე უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება და ახლა სამინისტროს გადასაწყვეტია დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას. მისივე თქმით, თუ პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე კომისია ამ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ადვოკატია აცხადებს, რომ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:34

    1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი გახდა...

    ეროვნული ვალუტა, თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ხვალიდან ერთი დოლარის შესაძენად 2.7268 ლარი იქნება საჭირო.დღეს მოქმედი კურსით, 1 დოლარი 2.70...

  • 15:27

    "სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ დარღვევ...

    „მსგავსი განცხადებები და მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში,“- ასე უპასუხა უჩა ნანუაშვილმა იუ...

  • 17:41

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გა...

     ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობ...

  • 11:09

    სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები - პრემიერ-მინის...

    სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიცილაური დეტალები ცნობილია. საგანგებო ბრიოფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა გამართა.ეკონომიკისა და მდგრა...

  • 10:14

    დღეს ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშ...

    დღეს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვე...

  • 14:57

    ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალ...

    ქ​ართველ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდს ესწრე...

  • 13:04

    ,,ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით...

    ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან  დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს."მინდა, ყველას მოგილოცოთ უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ქართველთა განმანათლებლის, ილია ჭავჭავაძის ...