0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ლონდონში მომხდარ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ლონდონში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა.

BBC -ის ინფორმაციით, ლონდონის პარკში, მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 48 წლის მამაკაცი დააკავეს.

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ინციდენტს "საზარელი ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.

"ჯერჯერობით არ ვიცით სრული დეტალები, მაგრამ ეს აშკარად შეტევა იყო უდანაშაულო ლონდონელებზე, რომელთაგან ბევრი ლოცვა იყო რამადანის წმინდა თვეში", - განაცხადა ხანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები