„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენ...
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
|
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას „საწამლავი წყვილისთვის”. გამოფენის სათაური ეფუძნება ხელოვანის მიერ 1990 წელს შექმნილ ამავე სახელწოდების შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ძველებური სუნამოს ბოთლია გამოსახული.
ექსპოზიცია აერთიანებს ხელოვანის შემოქმედების ადრეული პერიოდის რამდენიმე სერიას, რომლებიც საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები და თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.
1990-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კონცეპტუალურ ფოტოსერიასთან ერთად, გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა 1980-იანი წლების ნახატების სერია Anima Ex Machina - ქაღალდზე შავი გუაშით შესრულებული ნამუშევრები და ტექსტები, რომელთა შესრულებაც მან ავტომატური წერის სავარჯიშოს პრინციპით დაიწყო. ქაღალდის შემდეგ მან მუშაობა მუყაოზე გააგრძელა, ის შავი გუაშით დაფარა და ამ ფონზე თეთრი საღებავით ტექნიკური ნახაზები და დიაგრამების ტიპის ნამუშევრები დახატა. ხელოვანის აზრით, შავი სიბრტყე ის სივრცეა, რომელშიც ყველა ინფორმაცია „ინახება“, ამ სიშავიდან ამოტივტივებული დიაგრამები და ციფრები კი რებუსების მსგავსი ნახატების ფორმას იღებს. ნამუშევართა ნაწილი 80-იან წლებში დაიკარგა, თუმცა მოგვიანებით ნამუშევრების ფოტოებიდან განმეორებითი აღდგენა და სერიისთვის ახალი ნაწილის დამატება 2003-2004 წლებში მოხდა.
გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერწერული ტილო 2010 წლის სერიიდან „აკაშას ქრონიკები”. აკაშა სანსკრიტზე სივრცესა და ჰაერს ნიშნავს და შესაბამისად, სერიაში გაერთიანებული ნახატების ტექნიკური შესრულებაც სწორედ სივრცითა და ჰაერით გაჯერებული გარემოს წარმოსახვის მიზანს ემსახურება.
ქეთი კაპანაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში 1980-იან წლებში დაიწყო. ის მეათე სართულისა და მარჯანიშვილელების თაობაა, თუმცა ის ამ დაჯგუფებების წევრი არასდროს ყოფილა. იგი ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ხელოვანია, რომელიც თავისი იდენტობის კვლევასა და დეფინიციას 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში შესრულებული კონცეპტუალური ფოტოების სერიით შეეცადა. თიბისი კონცეპტში გამოფენილი ფოტოები მისი ერთგვარი ადრეული ავტოპორტრეტია, სადაც ძველებური სუნამოს ბოთლები, გატეხილი ფინჯანი, დამტვერილი კომოდი, თუთიყუშია გაერთიანებული.
ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ხშირად იფინება გერმანიაში, სადაც ის Baumann Stiftung-ის დახმარებით 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად. ის იყო Johannes Gutenberg University-ის (მაინცი, გერმანია) მიწვეული პროფესორი, მოგვიანებით 2020 და 2021 წლებში კი თავისუფალი უნივერსიტეტის, VAADS-ის სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებში როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა, კულტურის სამინისტრო შტუტგარტში, ევროპის საპატენტო ოფისი (მიუნხენი), ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენში, MMoma მოსკოვში. ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ასევე ინახება აშშ-ში ნენსი და ნორტონ დოჯის კოლექციაში Zimmerli Art მუზეუმში. ხელოვანი თბილისში იფინება გალერეა „არტ ბიტში”, ბონში კი გიზელა კლემენსის გალერეაში.
ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს გერმანიასა და საქართველოში.
გამოფენის კურატორი: ირინა პოპიაშვილი
გამოფენის გახსნა: 10 აპრილი, 2024 | 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აპრილი - 30 მაისი, 2024
მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ ...
„პროფესიები მომავალში“ თიბისის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
კომენტარები