0 8 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი - „რივერ პარკი“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის - Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი - „რივერ პარკი“ შენდება.

 

მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2  ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4 სართულიანი შენობებით გამოირჩევა.

 

პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.

 

პროექტის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია კეთილმოწყობილი, ფუნქციური და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საერთო მოხმარების გამწვანებული სახურავები, რომელთა ჯამური ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.

 

დიღომი 8 გაქირავების კუთხით მოთხოვნადი უბანია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დიმპლომატიურ და ბიზნეს სექტორში. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე 26%-ითაა გაზრდილი უძრავი ქონების ფასები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, „რივერ პარკი“ მომხმარებლებისთვის როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტირების შესაძლებლობაა. 

  

პროექტში კვ.მ-ის ფასი 1450$-დან იწყება. გადახდის მოქნილი პირობებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბინა წინასწარ შენატანის გარეშე, თვეში 1000$-დან შეიძინოს.

 

Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც ამჟამად 8 პროექტს ქალაქის შემდეგ უბნებში აერთიანებს: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი, ორთაჭალა და სხვა. ამ ეტაპისთვის მიმდინარე 4 პროექტი თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

Index | Wealth Management-ის პროექტებსა და კომპანიის შესახებ გაეცანით ბმულზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები