1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები ცნობილია

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. ფინალისტები 5 ნომინაციაში 400-ზე მეტი კომპანიიდან შეირჩა, რომლებიც წლევანდელ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ.

ბიზნეს დაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.

გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2023-ის ფინალისტები, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს ჟიური მომავალი წლის თებერვალში გამოავლენს:

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

·         სტოქტონი

·         ცვალებადი ნიშნები

·         HIGHWAY VFX

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

·         ტენე

·         ბაბალე

·         პეტიტ ბაზარი

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

·         Signify

·         KLIPY

·         Roommate.ge

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

·         ჰერბია

·         ალტიჰათი

·         სვანიძის ზეთისხილი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

·         ციმ.ციმ

·         ენთები

·         აუკი

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები