„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენ...
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
|
ძლიერი ძრავა, დაკიდების ჭკვიანი სისტემა და უმაღლესი ხარისხი - Polaris-ის სპორტულ პროდუქტს RZR-ს თავგადასავლების მოყვარულები სწორედ ამ მახასიათებლების გამო ირჩევენ. RZR-ს ულიმიტო შესაძლებლობები აქვს და ნებისმიერი სირთულის გზაზე გადაადგილების საშუალებას იძლევა, მათ შორის იქ, სადაც მაღალი გამავლობის სხვა სატრანსპორტო საშუალებები ვერ აღწევენ.
ამერიკული ოფ-როუდ ბრენდი ქმნის ტექნიკას, რომელიც განკუთვნილია თავგადასავლებით, ნადირობით, Off road-ითა და სამთო-სათხილამურო სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის. Polaris-ის უნიკალურობაზე მისი 69-წლიანი ისტორიაც მეტყველებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის წარმოება ჯერ კიდევ 1954 წელს, პირველი თოვლმავალის შექმნით დაიწყო.
ქართულ ბაზარზე RZR-ის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. თავგადასავლების მოყვარულებს ამერიკული ბრენდის პროდუქტის შეძენა „თეგეტა ქარსის “ შვილობილ კომპანია „ავტო გალერიში“ შეუძლიათ. კომპანია RZR-ს ახალ ტექნიკას იანვრიდან შემოიყვანს, თუმცა წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, რაზეც „ავტო გალერი“ მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს.
კობა ხვედელიძე, „ავტო გალერის“ მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „RZR-ს აქვს რამდენიმე ქვემოდელი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლებით. RZR-ს Limited Edition-ები გამოირჩევა დაკიდების ჭკვიანი სისტემით, რაც მსგავსი ტიპის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს არ აქვთ. დაკიდების ჭკვიან სისტემას შეუძლია, აღიქვას რელიეფის ტიპი და მთლიანად მოერგოს შესაბამის საგზაო პირობებს. სწორედ ეს მახასიათებელია RZR-ის კონკურენტული უპირატესობა. ხარისხის გარდა, ბრენდის სახელი დაკავშირებულია მართვის უნიკალურ გამოცდილებასა და განსაკუთრებულ ემოციებთან, რასაც ადამიანი RZR-ს საჭესთან პირველი შეხებიდანვე შეიგრძნობს. პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მართვის მექანიზმი მთლიანად მძღოლზეა მორგებული.“
RZR-ის მოდელები აღჭურვილია სტანდარტული, ტურბინიანი და უტურბინო ძრავებით. ყველაზე მძლავრი - 2000 კუბი მოცულობის უტურბინო ძრავები 225 ცხენის ძალით გამოირჩევა.
RZR-ს საუკეთესო ხარისხის აუდიო და ბლუთუზ სისტემა აქვს და უზრუნველყოფილია საქართველოზე მორგებული GPS-ით. საბაზისო დეტალების გარდა, შესაძლებელია აღჭურვა ტექნიკის დამატებითი ელემენტებით,მაგალითად: წინა და უკანა მინით, ჩანთებით, დამცავი სისტემებით და ა.შ.
„თეგეტა ქარსმა“ Polaris-ის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წლიდან კი „თეგეტა ქარსის“ შვილობილი კომპანია „ავტო გალერი“ ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. „ავტო გალერი“ Polaris-ის კლუბის დაარსებასაც გეგმავს, სადაც ამ ბრენდის ან მსგავსი მაღალი გამავლობის ტექნიკის მფლობელები გაწევრიანდებიან. კლუბის წევრები მრავალფეროვანი ღონისძიებებით და შეთავაზებებით ისარგებლებენ.
-----
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის ოფიციალური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე.
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ ...
„პროფესიები მომავალში“ თიბისის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
მაისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები