„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენ...
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
|
„თეგეტა მოტორსმა“, ზამთრის დადგომასთან ერთად, ახალი კრეატიული პრინტ სერია შექმნა, რომელიც უსაფრთხო გადაადგილებას უკავშირდება და ყველა მანქანის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს. „იმგზავრე ჩავარდნების გარეშე“ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებულ ვიზუალებზე სეზონური პროდუქტებია გამოსახული და მძღოლებს უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობებს შეახსენებს.
ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი, რომელზეც ტემპერატურის კლება განსაკუთრებულად მოქმედებს, აკუმულატორია. სწორედ ამიტომ ის ზამთრის დადგომამდე უნდა შევამოწმოთ და, თუ საჭიროა, შევცვალოთ კიდეც.
აკუმულატორი, თავისი აგებულებისა და ქიმიური შემადგენლობის დამსახურებით, ქიმიურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. რადგან აკუმულატორში მიმდინარე ქიმურ რეაქციაზე ტემპერატურის გავლენა საკმაოდ ძლიერია, ზამთრის პერიოდში დიდია ალბათობა იმისა, რომ რესურსამოწურული აკუმულატორი ნებისმიერ დროს გამოვა მწყობრიდან და ვეღარ შეძლებს ძრავის დასაქოქად საჭირო ენერგიის გამომუშავებას.
ყველა აკუმულატორს თავისი განსაზღვრული ექსპლუატაციის ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან, მაქსიმუმ, 7 წლამდეა. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის, უბრალოდ, წყვეტს მუშაობას. პრობლემების წარმოქმნისას აკუმულატორი აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს, გაფრთხილებები კი სხვადასხვა ნიშნებით გამოიხატება: მცირდება ფარები ნათება, დაქოქვის დროს რთულდება დენის მიწოდება. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი საერთოდ აღარც კი დაიქოქოს.
თანამედროვე ავტომობილებში აკუმულატორის ფუნქცია მხოლოდ ძრავის დაქოქვისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებით არ სრულდება. მოულოდნელად აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლა პრობლემებს უქმნის ავტომობილის სხვადასხვა ელექტროდეტალს. როდესაც ძრავას ვაქრობთ და ავტომობილი გაჩერებულია, რამდენიმე დეტალი მაინც მოიხმარს მცირე ენერგიას. ამ დეტალებზე დამოკიდებულია ავტომობილის უსაფრთხოება და „მეხსიერება“. აკუმულატორის რესურსის ამოწურვა გამოიწვევს ამ დეტალების გამორთვას და კომპიუტერის არევას. ამ ყველაფრის გასწორებას კი არცთუ ისე მცირე თანხები და დრო სჭირდება.
წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ როდის შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან აკუმულატორი, ამიტომ სანამ ტემპერატურა 0-გრადუსიან ნიშნულს ჩამოსცდება, უნდა შეამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეცვალოთ ახლით, რათა თავი აარიდოთ ავტომობილის დაქოქვასთან დაკავშირებულ გართულებებს.
აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად – მუშაობის, მონტაჟისა და დამუხტვის სტილიც ინდივიდუალურია. შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ აკუმულატორის სტანდარტი, ფიგურის ზომა, პოლარობა, ავტომობილის გამოშვების თარიღი, ბრენდი, მოდელი და ასევე ძრავას და საწვავის ტიპი.
ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორებზე, საბურავებზე, ხუნდებსა და ანტიფრიზებზე სპეციალური შეთავაზებები დაგხვდებათ.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და &bdquo...
ტექნოლოგიებში ქალების აღიარების მიზნით, გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექ დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დაჯილდოება როგორც ქალებს, ასევე იმ პროგრამებსა და ორგანიზაციებს წარმოაჩენს, რომლებიც საკომ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ ...
„პროფესიები მომავალში“ თიბისის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ შეხვედრებზე, კონკრეტული სფეროსა და ტექნოლოგიების ექსპერტების მონაწილეობით, ვსაუბრობთ თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
კომენტარები