0 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა

 

აჭარაბეთ არენაზე  ასლან ბალაძის ვარსკვლავი გაიხსნა

"ძალიან აღელვებული ვარ, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ არასდროს და სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატავად.  დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი დაფასებისათვის თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებით დიდი მადლობა  კი  აჭარაბეთს, რომ შექმნა ასეთი პროქტი, იმედი მაქვს, რომ  ეს პროქტი გაგრძელდება და კიდევ ბევრ ვარაკვლავს ვიხილავთ აჭარაბეთ არენაზე.

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია ჩემთვის" — განაცხადა ასლან ბალაძემ.

“ვულოცავ ასლანს ამ მნიშნელოვან დღეს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს  ასლან ბალაძის  ვარსკვლავი გაიხსნა და ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ვარსკვლავები აჭარაბეთ არენაზე არის ერთად. ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ადამიანის დაფასება, რაც ძალიან მნიშნელოვანია, ამაზე დიდი რა შეიძლება გააკეთო არ ვიცი.

 მიხარია, რომ აჭარაბეთ არენაზე ვარსკვლავთა ხეივანს საფუძველი სწორედ ჩემი ვარსკვლავის გახსნით ჩაეყარა და ვიმედოვნებ, კიდევ  ძალიან ბევრი ვარსკვლავი გაიხსნება აქ," - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ.

 

აჭარაბეთის ინიციატივით  2022  წელს,  „აჭარაბეთ არენაზე“ ვარსკლავთა ხეივანს ჩაეყარა საფუძველი, სადაც უკვე გახსნილია რევაზ ჩელებაძის, ვახტანგ ქორიძის  და ასლან ბალაძის ვარსკვლავები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები