2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში სრულად ელექტრო Audi Q8 e-tron-ისა და აუდის კლუბის პრეზენტაცია გაიმართა

 

 

29 სექტემბერს თბილისში ”აუდი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა აუდის კლუბისა და Audi Q8 e-tron-ის პრეზენტაცია, რომლის პარტნიორიც თიბისი დაზღვევა და თიბისი კონცეპტი იყო. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის ახალი მოდელის წარდგება, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.

 

„ახალი Audi Q8 e-tron არის პროგრესული ნაბიჯი პრემიუმ ელექტრომობილების წარმოებაში - განახლებული ბატარეის ტექნოლოგიით, გასაოცარი დიზაინითა და გაუმჯობესებული მართვის დინამიკით. აუდი მომხმარებლებს, გარდა ექსკლუზიური შეთავაზებებისა, ახალ გამოცდილებებს სთავაზობს, იქნება ეს ღამით საცობებისგან თავისუფალ ქუჩებში ტესტ-დრაივი თუ დემო-რაიდები უქმე დღეებში, - აუდი საქართველო.

„თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია ისეთ ბრენდთან პარტნიორობა, როგორიც აუდია და მისი მომხმარებლებისათვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება. ისინი ჩვენს ავტოდაზღვევაზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ,” - თიბისი დაზღვევა.

„თიბისი დაზღვევა” ავტოდაზღვევის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს და უმარტივებს ცხოვრებას მომსახურების გაციფრულებით. განვითარებული დისნტაციური სერვისებით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყვლზ სწრფ მომსახურებით.

 

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, 15 ოქტომბრამდე სპეციალური შეთავაზებით -10 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები